|
საკანონმდებლო ინციატივები
ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტში განსახილველად შესული კანონპროექტები, მათი მოკლე მიმოხილვა და ექსპერტების დასკვნები.
| კანონპროექტი, განმარტებითი ბარათი, ექსპერტული დასკვნა |
"სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
განმარტებითი ბარათი | | მოკლე ინფორმაცია | კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს და დამატებას:
- ცვლილება შედის კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულთა თავშესაფარში მყოფ პენსიონერებს, ნაცვლად სახელმწიფო პენსიის 20%-ისა, მიეცემა პენსიის სრული ოდენობა.
- ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტი, რომლითაც სწორდება კანონში დაშვებული ხარვეზი. კერძოდ, "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ და სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურში მოვალეობის შესრულების დროს დაავადებულ ან ტრამვის შედეგად დაინვალიდებულ I და II ჯგუფის ინვალიდებს მიეცემათ 84 ლარი, III ჯგუფის ინვალიდს 70 ლარი (სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს დაინვალიდებულებს პენსიები იგივე ნორმით ეძლევათ, როგორც ომის ინვალიდებს და სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრული თანხები ამ კონტიგენტის გათვალისწინებითაა გაანგარიშებული, მხოლოდ საჭიროა მათი განცალკევება). ამასთანავე, ომის I და II ჯგუფის ინვალიდები" (რომელნიც გაიგივებულნი იყვნენ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებთან) შეიცვლება სიტყვებით "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების I და II ჯგუფის ინვალიდები" და ა. შ.
- კანონს ემატება 241 მუხლი, რომლის მიხედვით, პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენის საფუძველზე 2006 წლის 1 იანვრამდე ზედმეტად დარიცხული პენსია, ექვემდებარება ლეგალიზაციას, ანუ აღარ მოხდება ზედმეტად გადახდილი თანხის დაკავება. ამავე დროს თუ 2008 წლის 1 აპრილამდე უკვე მოხდა ზედმეტად გადახდილი თანხების დაკავება, ეს უკანასკნელი არ ექვემდებარება პენსიონერისათვის დაბრუნებას.
| | პროექტის N | 07-5/721 | | ინიციატორი | ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი | | ავტორი | პარლამენტის წევრი გ. წერეთელი | | პარლამენტში შესვლის თარიღი | 31.01.08 | | საკომიტეტო მოსმენები | 19-22.02.08 | | პლენარულ სხდომებზე განხილვის თარიღი | 26-29.02.08 |
| კანონპროექტი, განმარტებითი ბარათი, ექსპერტული დასკვნა |
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
| | მოკლე ინფორმაცია | კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის მთელი რიგი ცვლილებები და დამატებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება 281-ე მუხლის 23-ე ნაწილს. გარდამავალი ეტაპისთვის, 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდში, ფიზიკური პირის ქვემოთჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12 პროცენტს, კერძოდ:
ა) გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემულ ანაზღაურებაზე.
ბ) საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულ ანაზღაურებაზე.
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებით სოციალური გადასახადისგან გათავისუფლებულ ანაზღაურებაზე.
დ) სასამართლო გადაწყვეტილებით სასჯელის აღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილ თანხებზე.
ე) შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ ანაზღაურებაზე.
ვ) სხვა ანაზღაურებაზე, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი კანონმდებლობით არ იბეგრება სოციალური გადასახადით.
წარმოდგენილი დამატებების პროექტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის 25 %-იანი განაკვეთი (ზემოაღნიშნული შემთხვევების გარდა) იმოქმედებს 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ საგადასახადო პერიოდზე, ამასთან აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გაუცემელ ხელფასებზე იმოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთი. | | პროექტის N | 07-2/371 | | ინიციატორი | საქართველოს მთავრობა | | ავტორი | საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | | პარლამენტში შესვლის თარიღი | 28.11.07 | | საკომიტეტო მოსმენები | | | პლენარულ სხდომებზე განხილვის თარიღი | 29.11.07 (2007 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით კანონპროექტი მიღებულია ორი მოსმენით) |
| კანონპროექტი, განმარტებითი ბარათი, ექსპერტული დასკვნა |
"სამედიცინო-სოციალური
ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
განმარტებითი ბარათი
| | მოკლე ინფორმაცია | "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-3 და მე-8 მუხლების მიხედვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნა გამოაქვს დაწესებულებას, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისათვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტისათვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას. 2007 წლის 1 მარტამდე ვერ მოხერხდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც მოცემული ეტაპისთვის ისინი არ არიან მზად შეუფერხებლად განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე და მაძიებელი პირებისათვის. კანონპროექტის შესაბამისად იმ პირებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადა გასდის 2006 წლის 30 დეკემბრიდან 2007 წლის 1 მაისამდე, აღნიშნული სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2007 წლის მაისამდე. | | პროექტის N | 07-6/731 | | ინიციატორი | პარლამენტის წევრი გ. წერეთელი | | ავტორი | პარლამენტის წევრი გ. წერეთელი | | პარლამენტში შესვლის თარიღი | 26.02.07 | | საკომიტეტო მოსმენები | | | პლენარულ სხდომებზე განხილვის თარიღი | |
| კანონპროექტი, განმარტებითი ბარათი, ექსპერტული დასკვნა |
შვილად აყვანის შესახებ განმარტებითი ბარათი გამომდინარე ცვლილეებები | | მოკლე ინფორმაცია | კანონპროექტის უმთავრესი მიზნებია: ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვისათვის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების რალიზებას იცხოვროს და აღიზარდოს ოჯახურ გარემოში; საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების საფუძველზე მოაწესრიგოს შვილად აყვანის სისტემა და ამ პროცესში მონაწილე ყველა პირის უფლებების დაცვა; ხელი შეუწყოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან ქვეყნის შიგნით ბავშვის შვილად აყვანის პროცედურის გამარტივებას და უფრო მოქნილად ამოქმედებას; განსაზღვროს ქვეყანათაშორისი გაშვილების არსი და უზრუნველყოს ამ პროცესის გამჭვირვალობა.
კანონპროეტის ავტორთა აზრით დღეს მოქმედ ძირითად კანონმდებლობასთან შედარებით კანონპროექტი სრულყოფილად (ხშირ შემთხვევაში ახლებურად) აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
კანონპროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცხადებს შვილად აყვანის საკითხზე პასუხისმგებელ ორგანოდ, განუსაზღვრავს საქმიანობის განხორციელების ეფექტურ ფორმებსა და მექანიზმებს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდას.
კანონპროექტი გვთავაზობს ქვეყნის შიგნით ბავშვების გაშვილების და ოჯახურ გარემოში განთავსების ეფექტური, გამარტივებული და ბიუროკრატიული ბარიერებისაგან მაქსიმალურად განთავისუფლებული კონკრეტული მექანიზმის შექმნას.
კანონპროექტი ზღუდავს სამინისტროს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლების გარდა სხვა პირების მონაწილეობას გაშვილების პროცესში და ადგენს პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის.
კანონპროექტით დარეგულირებულია იმ ორგანოებთან ურთიერთობის პროცედურა და წესი, რომლებსაც თავიანთ სახელმწიფოებში გააჩნიათ შვილად აყვანის საკითხებში მონაწილეობის უფლება.
კანონპროექტი ბავშვის საქართველოდან სხვა ქვეყანაში გაშვილების შესაძლებლობას განიხილავს, როგორც ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიულ საშუალებას თუ საბავშვოსამზრუნველო დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვი არ შეიძლება დაუბრუნდეს ბიოლოგიურ ოჯახს, ან აღსაზრდელად გადაეცეს მეურვეს/მზრუნველს და შეუძლებელია მისი ქვეყნის შიგნით გაშვილება ან მასზე ოჯახური ზრუნვის სხვა ფორმის (შვილობილობა) განხორციელება.
კანონპროექტში გათვალისწინებულია სახელმწიფოს კონტროლი საქართველოში და ქვეყნის გარეთ გაშვილებულ ბავშვებზე.
კანონპროექტი გვთავაზობს სოციალური მუშაკის ინსტიტუტის ეფექტურობის უზრუნველყოფის მექანიზმებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რიგი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მიღების ვალდებულებას.
კანონპროექტით დარეგულირებულია აგრეთვე რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა.
კანონპროექტს თან ახლავს, გამომდინარე ცვლილებებისა და დამატებების პაკეტი შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონი. | | პროექტის N | 07-6/299 | | ინიციატორი | ჯანმრთელობის დაცვისა დასოციალურ საკითხთა კომიტეტი | | ავტორი | გ. გეგელაშვილი | | პარლამენტში შესვლის თარიღი | 16.03.05 | | საკომიტეტო მოსმენები | 12-14.04.05 | | პლენარულ სხდომებზე განხილვის თარიღი | 19-22.04.05 |
|