www.civilin.org/welfare
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა ENGLISH
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

თანამშრომლობის შესახებ

პროექტის "სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება" ერთ-ერთი ამოცანაა შექმნას მოქნილი სამართლებრივი გარემო, რომელიც გაამძლავრებს თანამშრომლობას ხელისუფლებას და სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. კონკრეტულად, პროექტი მიზნად ისახავს შეიმუშავოს სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჩაანაცვლონ სახელმწიფო სოციალური მომსახურების მიწოდებაში. ამდენად, პროექტი ფოკუსირდება თანამშრომლობის იმ ფორმაზე, რომელშიც სახელმწიფო განისაზღვრება მომსახურების შემსყიდველად, ხოლო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხარისხიანი სოციალური მომსახურების მიმწოდებლებად.

ამ ეტაპზე, საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ხელისუფლებას და სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმები. სახელმწიფო არ ენდობა მომსახურების მიმწოდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რაც განპირობებულია ერთის მხრივ ადრეულ წლებში ამ ტიპის ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათების უკუეფექტით სახელმწიფოს საზიანოდ, მეორეს მხრივ იმით, რომ სახელმწიფოს არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული მომსახურების გარეთ გატანის ეფექტურობა და არ აქვს განსაზღვრული მექანიზმი, რომლითაც ეფექტურად დარეგულირდება ამ ტიპის ურთიერთობა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.

ამ მიმართულებით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციონალურ განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ამ ტიპის ორგანიზაციების მზაობას გაწიონ მაღალი ხარისხის სოციალური მომსახურება; და შეიმუშავოს სოციალური მომსახურების სახელმწიფო სექტორს მიღმა გატანის (აუტსორსინგის) ერთიანი პოლიტიკა.


free web page counter
საიტის მუშაობას უზრუნველყოფს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail adm@civilin.org