www.civilin.org/welfare
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა ENGLISH
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

პროექტის აქტივობები

ჟურნალისტთა კონკურსის - ''ვიზრუნოთ ერთმანეთზე'' 2010
გამარჯვებულთა დაჯილდოვება

15 დეკემბერი, 2010

"ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სოციალური საკითხების პოპულარიზაციისა და ღრმად გაშუქების მიზნით დააფუძნა და უკვე მეოთხედ ჩატარდა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა კონკურსი შემოდგომაზე გამოაცხადა და მისი მიზანია სოციალურ საკითხებზე მომზადებული საუკეთესო სტატიის, საუკეთესო სატელევიზიო და რადიო სიუჟეტების, საუკეთესო ფოტო ნამუშევარის გამოვლენა. კონკურსის ჟიურის წევრები: ვაჟა სალამაძე, მაია მიქაშავიძე, დავით პაიჭაძე, სოსო სიმონიშვილი, ზვიად ქორიძე, გურამ წიბახაშვილი. 15 დეკემბერს, ივენთ ჰოლში გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოვების ღონისძიება.

საუკეთესო სტატია
პირველი პრემია
მაკა ჯაიანი (1000 ლარი), სტატიებისთვის: სამსახური ჯანმრთელობის ხარჯზე; მძიმე ბავშვობა-რამდენს იწონის მოსწავლის ჩანთა? მეტი, ვიდრე პირადი.
მარიამ ქოჩიაშვილი (1000 ლარი), სტატიებისთვის: აუზი-შეზღუდული შესაძლებლობა; ინიციალები ბავშვების ნაცვლად.
მეორე პრემია
ცირა გვასალია (500 ლარი), სტატიისთვის: საშიში ექსპერიმენტი მოზარდების ტვინში.
რუსუდან ფანოზიშვილი (500 ლარი). სტატიისთვის: ტვინების გადინება.
წამახალისებელი პრემია
თეონა კოკიჩაიშვილი (250 ლარი), სტატიისთვის: ინვალიდები დე-ფაქტო შინაპატიმრობაში.
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი პრემია არ გაიცა
მეორე პრემია
ლიზი თედორაძე (500 ლარი), სიუჟეტისთვის: ბავშვთა სახლი.
საუკეთესო ფოტო ნამუშევარი
პირველი პრემია
დარო სულაკაური (1000 ლარი), ფოტოსთვის: სკოლა.
მეორე პრემია
გია გოგატიშვილი (500 ლარი), ფოტოსთვის: გზა.
საუკეთესო რადიო სიუჟეტი
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი პრემია არ გაიცა
მეორე პრემია
ჯიმშერ რეხვიაშვილი (500 ლარი), რადიო სიუჟეტისთვის: დემოგრაფია.
CSI-ს პრიზი
ცირა გვასალია (250 ლარი), სიუჟეტისთვის: რომ მოვკვდები, მერე ვიტყვი.


ტრენინგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შიდა რეგულაციების საკითხებზე
26 მარტი, 2010

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ჩაატარა ტრენინგი არასამეწარმეო იურიდიული პირების შიდა რეგულაციებისა და სანიმუშო დოკუმენტების საკითხებზე. ტრენინგს ესწრებოდნენ სოციალურ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, რომელთა გამოყენება ხშირად უწევთ არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციებს, კერძოდ, შრომის შინაგანაწესი, ხელშეკრულებები (ნასყიდობის, ქირავნობის, მომომსახურების, შრომითი), ასევე გაეცნენ შესყიდვების დებულებას. აღნიშნული საკითხების გაცნობა ხელს შეუწყობს და დაეხმარება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფაში.


ჟურნალისტთა კონკურსის გამარჯვებულები

"ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სოციალური საკითხების ფართოდ და ღრმად გაშუქების მიზნით, სოციალურ საკითხებზე მომზადებული საუკეთესო საგაზეთო სტატიის, საუკეთესო ფოტო ნამუშევრის, საუკეთესო სატელევიზიო და რადიო სიუჟეტების გამოსავლენად დააფუძნა. შესაბამისად, კონკურსი ამ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენასა და მათ დაჯილდოებას ისახავდა მიზნად.
რიგით მესამე კონკურსზე შემოვიდა 60-მდე ავტორის საკონკურსო სტატია, ფოტო, რადიო და ტელე სიუჟეტები. შემოსული საკონკურსო მასალები შეაფასეს ჟიურის წევრებმა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ - ვაჟა სალამაძე, ზვიად ქორიძე. დავით პაიჭაძე, გურამ წიბახაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი, სოსო სიმონიშვილი.
ჟიურის წევრებმა კონკურსის გამარჯვებულები დასკვნით ღონისძიებაზე, 12 თებერვალს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაასახელეს.

  • ნომინაცია საუკეთესო სტატია
    პირველი პრემია გადაეცა ორ ავტორს: ნათია გულიაშვილს (სტატიისთვის "ფსიქიატრიული რეზერვაციები", გამოქვეყნდა ჟურნალ "ლიბერალში") და ეკა ჭითანავას (სტატიისთვის "გვამური ტრანსპლანტაცია",, გამოქვეყნდა ჟურნალ "ლიბერალში"). გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო (საპრიზო ფულადი ჯილდო ორ ნაწილად გაიყო და გადაეცათ 500-500 ლარი) და დიპლომები.
    ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილებით არ გაიცა მეორე პრემია. ხოლო წამახალისებელი პრემია გადაეცა სამ ავტორს: შორენა ღლონტს (სტატიისთვის - "დედა-შვილს ძაღლის ჭენებით ნაშოვნი ფულით გაჰქონდათ თავი", გამოქვეყნდა გაზეთ "გურია ნიუსში"), ოლიკო ცისკარიშვილს (სტატიისთვის - "როგორ ხედავენ უსინათლოები გაზაფხულზე პეპელას", გამოქვეყნდა ვებ-გვერზე -www.fact.ge), ჯაბა ანანიძეს (სტატიისთვის - "ჭუჭრუტანებიდან დანახული ჩირუხი", გამოქვეყნდა გაზეთ "კვირის პალიტრაში"). გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო (300-300 ლარი) და დიპლომები.
  • საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი
    პირველი პრემია გადაეცა გიორგი გვიშიანს (სიუჟეტისთვის - "ნატალია", გადაიცა "კურიერი P.S."). გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (1000 ლარი) და დიპლომი. მეორე პრემია გადაეცა სოფიო ოჩხიკიძე (სიუჟეტისთვის - "ხევსურეთი", გადაიცა გადაცემა "პროფილში"). გამარჯვებულა გადაეცა ფულადი ჯილდო (500 ლარი) და დიპლომი.
    წამახალისებელი პრემია გადაეცა ნინო კახიშვილს (სიუჟეტისთვის _ "წითელი ლაბადა") გამარჯვებულს გადაეცათ ფულადი ჯილდო (300 ლარი) და დიპლომი, ასევე წამახალისებელი პრემია გადაეცათ რუსუდან ფანოზიშვილს და თამარ ფარადაშვილს ერთობლივი ნამუშევრისთვის (სიუჟეტისთვის - "ბოლო შუშა ლამპისთვის"). გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო (300 ლარი) და დიპლომები.
  • საუკეთესო რადიო სიუჟეტი
    ჟიურის გადაწყვეტილებით წელს არ გაიცა პირველი პრემია, მეორე პრემია გადაეცა ეკა ქევანიშვილს (რადიოსიუჟეტისთვის - "თუ ბავშვი ცუდად იქცევა", გადაიცა რადიო "თავისუფლებაზე"). გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (500 ლარი) და დიპლომი.
  • საუკეთესო ფოტონამუშევარი
    პირველი პრემია გადაეცა მარიკა ქოჩიაშვილს (ფოტონამუშევრისთვის - "პორტრეტი"). გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (1000 ლარი) და დიპლომი.
    მეორე პრემია გადაეცა მარიკა ამურველაშვილს (ფოტონამუშევრისთვის - "დუხაბორები მიდიან"). გამარხვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (500 ლარი) და დიპლომი.
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სპეციალური პრემია
    სპეციალური პრემია გადაეცა სოფიო თოდუას (სტატიისთვის - "როდესაც ასე ახლოა გრემი", გამოქვეყნდა გაზეთ "24 საათში"). გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (500 ლარი) და დიპლომი.

"ვიზრუნოთ ერთმანეთზე-2008"

"ვიზრუნოთ ერთმანეთზე-2007"


ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
24 ოქტომბერი, 2009

თბილისობის დღესასწაულისთვის უამრავმა ბავშვმა მოიყარა თავი მუშთაიდის ბაღში. მრავალფეროვან ღონისძიებებთან ერთად, ბაღის ერთ კუთხეში უამრავ ლამაზ ხელნაკეთ ნივთსა და ნახატს ნახავდით... ისინი სოციალური ორგანიზაციების ბენეფიციარებმა შექმნეს.
ღონისძიება ჩატარდა "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში და მისი ორგანიზატორი იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღო და ბენეფიციარების ნამუშევრები 10-მა ორგანიზაციამ წარმოადგინა. ესენია: პირველი ნაბიჯი საქართველო; ასოციაცია "ანიკა"; სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია; ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება; გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია; კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ; კოლხა 2009; ბედიანის ბავშვთა ცენტრი; საზოგადოება "ბილიკი"; თემი "ქედელი";


ვორქშოფი ჟურნალისტებისათვის
19-20 სექტემბერი, 2009

სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საარსებო გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 19 სექტემბერს ოზურგეთში და 20 სექტემბერს ბათუმში ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის ვორქშოფები გამართა. ვორქშოფების თემა იყო "სოციალური საკითხების გაშუქების ეთიკა" . შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ცნობილი ჟურნალისტები ზვიად ქორიძე და დაივთ პაიჭაძე.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი სხვა რეგიონებშიც გეგმავს მსგავსი გასვლითი ვორქშოფებისა და სემინარების ჩატარებას.


არასამეწარმეო იურიდიული პირების შიდა რეგულაციების ნიმუშების კრებული
15-16 სექტემბერი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამოსცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შიდა რეგულაციების ნიმუშების კრებული. პრაქტიკული ხასიათის კრებულში თავმოყრილია შიდა რეგულაციების დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების ის ნიმუშები, რომელთა გამოყენებაც ხშირად უწევთ არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციებს. რაც დაეხმარებათ მათ თავიანთი საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფაში.
ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, გურიის რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის 15 სექტემბერს, ხოლო სამეგრელოს რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის 16 სექტემბერს, ჩაატარა ტრენინგების ციკლი.


სემინარი ჟურნალისტებისთვის

სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საარსებო გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ჟურნალისტებისთვის, 11-12 თებერვალს, სიღნაღში სემინარი გამართა. სადაც სამოქლაქაო საზოგადოების ინსტიტუტმა სოციალური ზრუნვის სისტემების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. კერძოდ, ინსტიტუტმა შეისწავლა ზრუნვის სოციალური მოდელები და პრობლემის ანალიზის შედეგად, საქართველოს სინამდვილისთვის ყველაზე ეფექტურ მოდელად სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სერვისის ერთობლივად მიწოდება მიიჩნია. სემინარზე ჟურნალისტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.

მეორე დღეს ჟურნალისტები ესტუმრნენ და გაეცნენ სათემო ორგანიზაცია "ქედელის" მუშაობას, მის ბენეფიციარებს.


''ვიზრუნოთ ერთმანეთზე'' - 2008

26 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სოციალური საკითხების ფართოდ და ღრმად გაშუქების მიზნით, სოციალურ საკითხებზე მომზადებული საუკეთესო საგაზეთო სტატიის, საუკეთესო ფოტო ნამუშევრის, საუკეთესო სატელევიზიო და რადიო სიუჟეტების გამოსავლენად დააფუძნა. შესაბამისად, კონკურსი ამ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენასა და მათ დაჯილდოვებას ისახავდა მიზნად. თითოეულ ნომინაციაში გაიცა ორი - პირველი და მეორე პრემია.

შემოვიდა 50-მდე ავტორის სტატია, ფოტო, რადიო და ტელე სიუჟეტები. შემოსული საკონკურსო მასალები შეაფასეს ჟიურის წევრებმა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ - ვაჟა სალამაძე, ზვიად ქორიძე. დავით პაიჭაძე, გურამ წიბახაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი, სოსო სიმონიშვილი.

ჟიურის წევრებმა კონკურსის გამარჯვებულები დასკვნით ღონისძიებაზე, 26 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაასახელეს.

  • საუკეთესო საგაზეთო სტატიის ავტორად გამოცხადდა ჟურნალისტი მაკა ჯაიანი წერილისთვის "ნარკომანია განაჩენი არარის" (გამოქვეყნდა გაზეთ "რეზონანსში");
  • საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის ავტორად გამოცხადდა თემურ ბარძიმაშვილი, სიუჟეტისთვის "უსინათლოთა დასაქმება" (gipa);
  • საუკეთესო ფოტო ნამუშევრის ავტორად გამოცხადდა ფოტოხელოვანი მარიკა ამურველაშვილი ფოტოსთვის "პორტრეტი".

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო - 1000 ლარი, გამარჯვებულის სიგელი და პრიზი.

რაც შეეხება საუკეთესო რადიო სიუჟეტს, ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი და მეორე საპრიზო ფონდი გაერთიანდა და 500-500 ლარის ოდენობით გადაეცა სამ ავტორს - გოგა აფციაურს საუკეთესო რადიო სიუჟეტისთვის "დამეხმარეთ" (რადიო "თავისუფლება"), ეკა ჭითანავას საუკეთესო რადიო სიუჟეტისთვის "მიუსაფარი ბავშვები" (რადიო gipa), ჯიმშერ რეხვიაშვილს საუკეთესო რადიო სიუჟეტისთვის "მიგრაცია" (რადიო "თავისუფლება").

მეორე პრემიის მფლობელი საგაზეთო სტატიის ავტორი ჟიურის არ გამოუვლენია, მათივე გადაწყვეტილებით საპრიზო ფონდი ორ ნაწილად გაიყო და წამახალისებელი ჯილდოს სახით გადაეცათ ჟურნალისტებს - ცაულინა მალაზონიას ("მესხეთის ექსპრესი") და ქეთევან მიშველიძეს ("მესხეთის კარიბჭე"). შესაბამისად თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო 250 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სატელევიზიო სიუჟეტსა და ფოტოს, ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე პრემია გადაეცა ჟურნალისტ ნინო შურღაიას სიუჟეტისთვის "როგორ გავატარე ზაფხული" (საინფორმაციო პროგრამა "მოამბე", პირველი არხი), ხოლო ფოტოხელოვან გია გოგატიშვილს ფოტოსთვის "გმირთა მოედანი". შესაბამისად თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით, გამარჯვებულის სიგელი და პრიზი.

კონკურსის წლევანდელი პარტნიორი იყო სადაზღვევო კომპანია აი-სი ჯგუფი, რომელმაც ოთხივე ნომინაციაში დააწესა სპეციალური პრიზი - ერთწლიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებით აგვისტოს მოვლენების გაშუქებისთვის სადაზღვევო კომპანიის პრიზი გადაეცათ - ნინო დალაქიშვილს (გაზეთი "24 საათი"), ნინო შურღაიას (საინფორმაციო პროგრამა "მოამბე", პირველი არხი), ეკა ქევანიშვილს (რადიო "თავისუფლება"), თემურ ბარძიმაშვილს (gipa).


კონკურსი სოციალურ თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის

2007 წლის 5 მარტს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა სოციალურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სოციალური თემების ფართოდ და ღრმად გაშუქების მიზნით, სოციალურ თემებზე მომზადებული საუკეთესო საგაზეთო სტატიის, საუკეთესო ფოტო ნამუშევრის, საუკეთესო სატელევიზიო და რადიო სიუჟეტების გამოსავლენად დააფუძნა. შესაბამისად, კონკურსი ამ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენასა და მათ დაჯილდოებას ისახავდა მიზნად. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულის საპრიზო ფონდი - 1000 ლარს შეადგენდა.

შემოსული საკონკურსო მასალები შეაფასეს ჟიურის წევრებმა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ - ვაჟა სალამაძე, ზვიად ქორიძე. დავით პაიჭაძე და გურამ წიბახაშვილი.

ჟიურის წევრებმა პირველი კონკურსის გამარჯვებულები დასკვნით ღონისძიებაზე, 5 მარტს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაასახელეს.

  • საუკეთესო საგაზეთო სტატიის ავტორად გამოცხადდა გაზეთ "24 საათის" ჟურნალისტი სოფიო თოდუა, წერილისთვის - "გზაჯვარედინის გენერლები"
  • საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის ავტორებად გამოცხადნენ ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ლიდერთა სკოლის მოსწავლეები, სიუჟეტისთვის -"მარტო მოვდივარ"
  • საუკეთესო ფოტო ნამუშევრის ავტორად გამოცხადდა ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილი.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო - 1000 ლარი, გამარჯვებულის სიგელი და პრიზი, რომელიც სოციალური თერაპიის სახლში დამზადდა და თავის მხრივ პრიზის სახელწოდებაზეც გამოცხადდა კონკურსი.

საკონკურსოდ არ შემოსულა არც ერთი რადიო სიუჟეტი, ჟიურის წევრთა გადაწყვეტილებით რადიოსიუჟეტისთვის განკუთვნილი ნომინაცია წელს გაუქმდა, ფულადი ჯილდო არ გაუქმებულა - იგი ორ ნაწილად გაიყო და წამახალისებელი ჯილდოს სახით გადაეცათ გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტს ელზა წიკლაურს სოციალური სტატიების ციკლისთვის და ფოტოხელოვანს ირინა აბჟანდაძეს სოციალური ფოტოციკლისთვის შესაბამისად, თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით, დიპლომი და პრიზი.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაფუძნებული კონკურსი - "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ყოველწლიურად გაიმართება, 5 მარტს დაჯილდოების ცერემონიაზე მომდევნო კონკურსი გახსნილად გამოცხადა.


ტრენინგი სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

27-29 თებერვალს, სასტუმრო "თორში", სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - "ეფექტური ორგანიზაციის მოდელი, მართვის საფუძვლები და მენეჯერის უნარ-ჩვევები". მონაწილეობას იღებდნენ ასოციაცია "ბავშვი და გარემოს", სოციალური კეთილდღეობის და თანასწორობის საზოგადოება "დომუსის", ასოციაცია "გეას", ასოციაცია "მშობელთა თანადგომის", სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა ასოციაციის, საქველმოქმედო ორგანიზაცია "თემის". საზოგადოება "ბილიკის", წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, კავშირ "საფარის", ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის, კავშირ "მშობელთა ხიდის", კავშირ "იას", აფხაზინტერკონტის, ასოციაცია "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" წარმომადგენლები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის ეფექტური ორგანიზაციის მოდელის გაცნობას, მართვის ზოგადი პრინციპების და ახალი მიდგომების სწავლებას, მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ საშუალება აეთვისებინათ რიგი ტექნიკები, რაც დაეხმარება მათ საკუთარ თანამშრომლებთან საქმიანი თუ პირადი ურთიერთობის პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაში. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ეფექტური ორგანიზაციის მოდელსა და მის ძირითად ელემენტებს; მართვის ოთხ ძირითად ფუნქციას - დაგეგმვას, შეფასებასა და კონტროლს, მოტივირებას, ორგანიზებას; ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების მახასიათებლებს; ლიდერობისა და მართვის განსხვავებულ სტილს;

ტრენინგის მეშვეობით მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაეუმჯობესებინათ მენეჯერისათვის საჭირო ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა საქმიანობის დაგეგმვა - ამოცანების დასმა და საქმიანობის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა; ეფექტური კომუნიკაცია და აქტიური მოსმენა; უფლებამოსილებების ეფექტური დელეგირება და უკუკავშირის გაცემა.

აღნიშნული ტრენინგი, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების ტრენინგების მესამე ეტაპს წარმოადგენდა. პირველი ორი ციკლი წინა წელს გაიმართა და, სამართლებრივ და პროექტის შედგენის ჩარჩოების თემატიკას მოიცავდა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საარსებო გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში. პროექტის პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ფონდი EED .


"პროექტის შედგენის ჩარჩოები"

5-7 დეკემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, გაიმართა ტრენინგები თემაზე - "პროექტის შედგენის ჩარჩოები". ტრენინგები მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაცნობოდნენ პროექტის დაგეგმვის - LF/RF მოდელების მიხედვით საპროექტო განაცხადის მომზადებას. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ მომავალ საქმიანობას. ტრენინგებში მონაწილეობდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების - ასოციაცია "მშობელთა ხიდის", GCRT-ის, კავშირი "საფარის", კავშირი "თემის", აფხაზეთის უსინათლოთა კავშირის "ჰერას", SOS ბავშვთა სოფლის, ასოციაცია "გეას", კავშირი "იას", ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეას", ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის, საქართველოს ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის, ცენტრ "თანადგომას", კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის , ფონდი "პირველი ნაბიჯის" წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ პროექტის წერისა და დიზაინის ძირითად პრინციპებს და განმასხვავებელ ნიშნებს, დაეუფლენ ინფორმაციის ანალიზის მეთოდს - "პრობლემების ხე", გაეცნენ ინდიკატორების ცნებასა და მახასიათებლებს, ინდიკატორების ჩამოყალიბებასა და შესაბამისი გადამოწმების წყაროებს, გაეცნენ პროექტის წარმატებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორებს - EU და US გაიდლაინებს. გარდა თეორიული კურსისა, მათ გაიარეს პრაქტიკული სავარჯიშოები.

ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდა ნაბეჭდი, დამხმარე მასალა - "პროექტის დაგეგმვის მოდელები, პროექტის წერა".


ტრენინგები სამართლებრივ საკითხებზე

სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესებისა და ამ ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დაიწყო ტრენინგების ციკლი სამართლებრივ საკითხებზე.
ტრენინგების მიზანია ხელი შეუწყოს სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება-გავრცელებას და ინფორმაცია მიაწოდოს სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათთვის აქტუალურ, საჭირბოროტო, საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე, ტრენინგების ციკლი იმითაც არის აქტუალური და საინტერესო, რომ სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს თემატიკის არჩევა თავად შეუძლიათ. ტრენინგები უკვე ჩატარდა ოზურგეთში, ქუთაისში და თბილისში.
2007 წლის 26 ივლისს ოზურგეთში გაიმართა ტრენინგი გურიის რეგიონში მომუშავე სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის, ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის, "ბავშვი მომავალია", გურიის ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის "პაციენტი პლუსის", გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის, გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის წარმომადგენლები.
2007 წლის 10 ივლისს ტრენინგი გაიმართა ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მომუშავე სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ - კავშირი "მერმისის", პედაგოგთა კავშირის "განათლება და სამყაროს", საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის "კათარზისის" თერჯოლის ფილიალის, დახმარების საერთაშორისო ფონდის, ინვალიდთა ასოციაციის, საქართველოს ინვალიდთა ფედერაციის "აღორძინება 2002-ის", ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის კომიტეტის, ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის "აპოლონის", ფონდ "აფხაზინტერკონტის" წარმომადგენლები.
2007 წლის 5-6 ივნისს ტრენინგი გაიმართა თბილისში მომუშავე სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. მას ესწრებოდნენ - "ანტისტიგმას", კავშირი "იას", სმენისა და მეტყველების დაქვეითების მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის, საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის, ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელის, ასოციაცია "ლაშა და ობოლას", საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, საქველმოქმედო კავშირი "თემის", სრულიად საქართველოს ჰუმანიტარული ფონდი "ფარი მძლეველის", ასოციაცია "ბავშვი და გარემოს" წარმომადგენლები.
ტრენინგები შემდეგ თემატიკას მოიცავდა:

  • არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურები;
  • საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღების პროცედურები;
  • სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურები.

ტრენინგები მრავალჯერადი ღონისძიებაა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის რეგიონებში გაიმართება.


შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში

2007 წლის 20 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა:

  • სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარების კვლევის შედეგების წარდგენას;
  • სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელის წევრებს შორის ინფორმაციის გავრცელება - გაცვლას.

შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის წარმომადგენლები. ასევე საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების - TACIS, "Every child", "ანიკა", "პირველი ნაბიჯი", კავშირი "ია", "ბავშვი და გარემო", კავშირი ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ - წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
მემორანდუმი ღია დოკუმენტია, და სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც მზად არის თანამშრომლობისთვის, მასთან მიერთება შეუძლია.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან სახელმწიფოს მიერ მომსახურების შესყიდვის, დაფინანსების ეფექტური მოდელის შექმნას, რაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის ერთ - ერთი მთავარი მიზანია. სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ეფექტური მოდელის შექმნაში.


სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ახალი პროექტი წარუდგინა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მუშაობს სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესებისა და ამ ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის პროექტზე.
2007 წლის 2 თებერვალს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის პროექტის გაცნობა. ასევე შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარების კვლევის დიზაინის გაცნობას და შეფასების კრიტერიუმების განხილვას.შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების - TACIS, "Every child", "ანიკა", "პირველი ნაბიჯი", "ბავშვი და გარემო", "კავშირი ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ" - წარმომადგენლები.



free web page counter
საიტის მუშაობას უზრუნველყოფს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail adm@civilin.org