www.civilin.org/welfare
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა ENGLISH
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

ხშირად დასმული შეკითხვები


I. სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსი

1. რა სტატუსი გააჩნიათ სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით?
2. წარმოადგენენ თუ არა სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქველმოქმედო ორგანიზაციებს?
3. ვის შეიძლება მიენიჭოს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სტატუსის მინიჭებას?
4. რა ვადით ხდება საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება?
5. რა სახის საქმიანობა ჩაითვლება საქველმოქმედო საქმიანობად?
6. რა შემთხვევაში შეიძლება გაუუქმდეს ორგანიზაციას საქველმოქმედო ორგანიზაცის სტატუსი?
7. შესაძლებელია თუ არა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის აღდგენა?

II. რეგიტრაცია

1. რა განსხვავებაა კავშირსა და ფონდს შორის?
2. რომელი ორგანო ახორცილებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას?
3. აუცუილებელია თუ არა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ჰქონდეს წესდება?
4. რამდენი პირია საჭირო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებისთვის?
5. რა ვადაშია ვალდებული საგადასახადო ინსპექცია, რომ რეგისტრაციაში გაატაროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი?
6. რა დოკუმენტებია საჭირო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?
7. არსებობს თუ არა წინაწარ დადგენილი სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა?
8. რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდება?
9. რა შემთხვევაშია აუცილებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცვლილებების რეგისტრაცია?
10.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცვლილებების რეგისტრაციისათვის საჭიროა თუ არა განაცხადზე დამფუძნებლების ხელმოწერა?
11. საჭიროებს თუ არა რეგისტრაციას საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის ფილიალი?

12. გადაიხდევინება თუ არა მოსაკრებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის ან ცვლილებების რეგისტრაციის დროს და რამდენი ოდენობით?

III. ლიკვიდაცია

1. რა შემთხვევაში ხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია?
2. ვინ შეიძლება იყვნენ არასამეწარმეო (არაკომმერციული) იურიდიული პირის ლიკვიდატორები?
3. დასაშვებია თუ არა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას მისი ქონების გასხვისება?
4. ვის გადეცემა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება?

IV. გადასახადები

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებობა ავტომატურად დაკავშირებულია თუ გარკვეული სახის გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლებასთან?
2. არასამეწარმეო (არაკომმერციული) იურიდიული პირი გათავისუფლებულია თუ არა ქონების გადასახადის გადახდისაგან?
3. რა სახის გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლებას უკავშირდება გრანტი?
4. შესაძლებელია თუ არა გრანტით შეძენილ საქონელზე (მომსახურებაზე) დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება?
5. თავისუფლდება თუ არა საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლისაგან გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი?
6. რა საგადასახადო შეღავათები აქვს საწარმოს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე შემოწირულობის გაცემის დროს?

V. გრანტები

1. რა არის გრანტი?
2. ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი ანუ დონორი?
3. ვინ შეიძლება იყოს გრანტის მიმღები?
4. როგორ ფორმდება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის გრანტის გაცემის პროცედურა?
5. დასაშვებია თუ არა გრანტის გამოყენება არა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც იგი გაიცა?
6. დასაშვებია თუ არა გრანტის სახით მიღებული ქონების რეალიზაცია?

VI. შესყიდვები

1. რა არის სახელმწიფო შესყიდვა?
2. შესაძლებელია თუ არა, რომ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა?
3. რა საშუალებების გამოყენებით შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვა?
4. გადაიხდევინება თუ არა ტენდერში მონაწილეობისათვის მოსაკრებელი და რამდენია მისი ოდენობა?

VII. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობა და განკარგვა

1. რას წარმოადგენს სახელმწიფო ქონება?
2. რას გულისხმობს ქონების პრივატიზება?
3. სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების რა ფორმები არსებობს?
4. რომელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ?
5. ვინ ამტკიცებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას?
6. ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი?
7. რაიმე სახის შეღავათები ხომ არ არის დაწესებული კანონმდებლობით პრივატიზებისას სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ორგანიზაციებისათვის?
8. სად ქვეყნდება ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ?
9. რა ვადაში ევალება მყიდველს პრივატიზებისას საბოლოო თანხის გადახდა?

VIII. უძრავი ქონების რეგისტრაცია

1. რას ნიშნავს ცნება "უძრავი ქონება"?
2. რა საკანონმდებლო წესი არსებობს უძრავი ქონების შესაძენად?
3. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს თუ არა ნოტარიალურ დამოწმებას?
4. რას ნიშნავს უძრავი ქონების რეგისტრაცია და რეესტრის რომელი სახეები არსებობს?
5. ვის შეუძლია აიღოს ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან?
6. რა სახის უფლებები რეგისტრირდება რეესტრში უძრავ ნივთებთან მიმართებაში?
7. როგორი წესით ხდება თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე?
8. შესაძლებელია თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნამდე უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში?
9. აუცილებელია თუ არა საჯარო რეესტრში ხელახალი რეგისტრაცია იმ უძრავი ქონებისა, რომელიც რეგისტრირებულია ტექბიუროში?

IX. ლიცენზიები

X. შრომითი ურთიერთობები

1. შრომის კოდექსის მიხედვით, ვინ შეიძლება იყოს დამსაქმებელი?
2. რამდენი წლის ასაკიდან შეიძლება დასაქმდეს ფიზიკური პირი?
3. შესაძლებელია თუ არა 13 წლის მოზარდის გადაღება სოციალურ კლიპში და მასზე შესაბამისი ჰონორარის გაცემა?
4. ერთ–ერთი კერძო საწარმოს მიერ გამოცხადდა კონკურსი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ერთ–ერთ კანდიდატს უთხრეს უარი დასაქმებაზე ყოველგავრი საფუძვლის და დასაბუთების გარეშე. კანონიერია ეს ქმედება?
5. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, რამდენი საათით არის განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა?
6. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, რამდენ დღეს შეადგენს შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო და როგორია ანაზღაურების პირობები?
7. შესაძლებელია თუ არა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება დედის მაგივრად აიღოს ბებიამ და როგორია ამ შვებულების ხანგრძლივობა?
8. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, საბოლოო ანგარიშსწორება რამდენ დღეში უნდა მოხდეს დასაქმებულთან და რას მოიცავს ეს თანხა?
9. პირი მუშაობს ერთ–ერთ საწარმოში, შესაძლებელია თუ არა მან შეთავსებით იმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ჩაითვლება თუ არა ის ამ ორგანიზაციის თანამშრომლად, ანუ უნდა ისარგებლოს თუ არა მან ამ ორგანიზაციაში შვებულების უფლებით?
10. ზეგანაკვეთური სამუშაო ყველა შემთხვევაში ანაზღაურებადია? თუ არსებობს ისეთი პირობები, როცა შეიძლება არ ანაზღაურდეს?

XI. ხელშეკრულებები

1. შეიძლება თუ არა შრომითი ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით?
2.აუცილებელია თუ არა არასაცხოცრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული არასამთავრობო ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს შორის, დამოწმდეს სანოტარო წესით?
3. ქირავნობის ხელშეკრულების დროს ვის ეკუთვნის მიმდინარე რემონტის ჩატარების ხარჯის გადახდა – გამქირავებელს თუ დამქირავებელს?
4. გამქირავებელი უარს ამობობს ქვქირავნობის ხელშეკრულების დადებაზე იმ მოტივით, რომ ფართი მეტისმეტად გადაიტვირთა. კანონიერია თუ არა გამქირავებლის უარი?
5. არასაცხოვრებელი ფართის დამქირავებელი ქირას არ იხდის ზედიზედ 5 თვის განმავლობაში. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით. შეუძლია თუ არა გამქირავებელს მოსთხოვოს დამქირავებელს ფართის დაცლა და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა?
6. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებები?
7. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს დაქირავებული აქვს ფართი, რომლის მესაკუთრე იმყოფება საზღვარგარეთ. იურიდიული პირის ადმინისტრაციასთან მივიდა მესაკუთრის მეუღლე და მოსთხოვა მათ დაცალონ ფართი, რადგან ის არის მისი საკუთრება. როგორ უნდა მოიქცეს დამქირავებლი?
8. რა ვადაში შეიძლება მოიშალოს ქირავნობის ხელშეკრულება?



I. სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსი

1. რა სტატუსი გააჩნიათ სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს რაიმე განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ და ისინი წარმოადგენენ ჩვეულებრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. ამ ტიპის ორგანიზაციების სპეციფიკას წარმოადგენს მხოლოდ მათი საქმიანობის სფერო, ანუ სხვა სახის არასამეწარმეო იურიდიული პირებისგან ისინი განსხვავდებიან იმით, რომ მათი საქმიანობა მიმართულია სოციალურ სფეროზე. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირები განსხვავდებიან სამეწარმეო იურიდიული პირებისაგან იმით, რომ ეს უკანასკნელნი ორიენტირებულნი არიან მოგების მიღებაზე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

2. წარმოადგენენ თუ არა სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქველმოქმედო ორგანიზაციებს?
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა არსებითად საქველმოქმედო საქმიანობას წარმოადგენს, ისინი ავტომატურად არ ითვლებიან საქველმოქმედო ორგანიზაციებად. იმისათვის, რომ ისინი ჩაითვალონ საქველმოქმედო ორგანიზაციებად, აუცილებელია, რომ მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღონ ასეთი სტატუსი.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

3. ვის შეიძლება მიენიჭოს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სტატუსის მინიჭებას?
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ორგანიზაციას, რომელიც:
ა) შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად;
ბ) რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
დ) აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო ორგანიზაციის ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაბამისი მონაცემების შემცველი განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. რა ვადით ხდება საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება?
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ და სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

5. რა სახის საქმიანობა ჩაითვლება საქველმოქმედო საქმიანობად?
საქართველოს საგადასახადო კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომლებიც ითვლება საქველმოქმედო საქმიანობად, კერძოდ საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:
1. დახმარების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:
ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას ან ადაპტაციას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის-დევნილებისთვის, ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;
ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;
გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;
დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;
ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის-მათი ტალანტის განვითარების მიზნით;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის-მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობას შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.
2. ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში:
ა) ადამიანის უფლებების დაცვა;
ბ) გარემოს დაცვა;
გ) დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
დ) კულტურა;
ე) განათლება;
ვ) მეცნიერება;
ზ) ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი;
თ) ხელოვნება;
ი) ჯანმრთელობის დაცვა;
კ) სოციალური დაცვა.

გვერდის დასაწყისში გადასვლა


6. რა შემთხვევაში შეიძლება გაუუქმდეს ორგანიზაციას საქველმოქმედო ორგანიზაცის სტატუსი?
ორგანიზაციას საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი უუქმდება:
1. თავად ამ ორგანიზაციის ინიციატივით;
2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

7. შესაძლებელია თუ არა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის აღდგენა?
ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, უფლება აქვს მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

II. რეგიტრაცია

1. რა განსხვავებაა კავშირსა და ფონდს შორის?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვილებების თანახმად, არასამეწარმეო იურიდიული პირების კავშირებად და ფონდებად დაყოფა არ ხდება, კანონი იცნობს მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ერთიან ცნებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი შეიძლება იყოს, როგორც წევრობაზე დაფუძნებული, აგრეთვე არ იყოს დამოკიდებული წევრობაზე.



2. რომელი ორგანო ახორცილებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იურიდული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო ასევე საგადასახადო რეგისტრაციას. ანუ არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციისას ერთდროულად ხდება მისი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

3. აუცუილებელია თუ არა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ჰქონდეს წესდება?
საქართველოს სამოქალქო კოდექსის თანახმად, აუცილებელია რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ჰქონდეს ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიალურად დადასტურებული წესდება.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. რამდენი პირია საჭირო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებისთვის?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმაც, ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

5. რა ვადაშია ვალდებული საგადასახადო ინსპექცია, რომ რეგისტრაციაში გაატაროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

6. რა დოკუმენტებია საჭირო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?
დაინტერესებული პირი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება/წევრთა შეთანხმება).
რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს:.
ა) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;.
ბ) ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) გამოიყენებს (გამოიყენებენ) საქმიან ურთიერთობებში;.
გ) ცნობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ – ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

7. არსებობს თუ არა წინაწარ დადგენილი სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა?
2010 წლის 1 იანვრიდან, არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის წინასწარ დადგენილი სარეგისტრაციო განაცხადის ფორმის არ არსებობს.



8. რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდება?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება;
ბ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ;
გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;
დ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები)); თითოეული დამფუძნებლის შესახებ მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე;
ე) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ორგანოების) შესახებ;
ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა;
ზ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);
თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;
ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მისი (მათი) არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა;
კ) მონაცემები წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);
ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;
მ) რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა, თუ იგი განსხვავდება ამ ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული წესისა და პროცედურისაგან.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

9. რა შემთხვევაშია აუცილებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცვლილებების რეგისტრაცია?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს თუ სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული რა სახის ცვლილებები საჭიროებენ აუცილებელ რეგისტრაციას, კერძოდ აუცილებელ რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი სახის ცვლილებები::
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდების ცვლილება;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) ცვლილება;
გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზნის ცვლილება;
დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ორგანოების) ცვლილება;
ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (პირის) შექმნის (არჩევის) წესისა და უფლებამოსილების ცვლილება;
ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირის შესახებ ცვლილება:
ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესისა და პროცედურის ცვლილება;
თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), მისი არჩევის წესისა და უფლებამოსილების ვადის შესახებ ცვლილება;
ი) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) მონაცემების შესახებ ცვლილება;
კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესის ცვლილება, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა;
ლ) რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელების და გადაწყვეტილებებეის მიღების წესისა და პროცედურების ცვლილება.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

10.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცვლილებების რეგისტრაციისათვის საჭიროა თუ არა განაცხადზე დამფუძნებლების ხელმოწერა?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცვილებების რეგისტრაციისათვის განაცხადს ხელს აწერს იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, დამფუძნებლის (დამფუძნებლების) ხელმოწერა განაცხადზე სავალდებულო არ არის.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

საჭიროებს თუ არა რეგისტრაციას საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის ფილიალი?
2010 წლის 1 იანვრიდან საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი რეგისტრაციას არ საჭიროებს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

12. გადაიხდევინება თუ არა მოსაკრებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის ან ცვლილებების რეგისტრაციის დროს და რამდენი ოდენობით?
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია 1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

III. ლიკვიდაცია

1. რა შემთხვევაში ხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება:
1. მისი წესდებით განსაზღვრულ შემთხვევაში;
2. მიზნის მიღწევის შემთხვევაში;
3. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
4. გაკოტრების შემთხვევაში;
5. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

2. ვინ შეიძლება იყვნენ არასამეწარმეო (არაკომმერციული) იურიდიული პირის ლიკვიდატორები?
არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდატორებად, როგორც წესი, ინიშნებიან იურიდიული პირის ხელმძღვანელები. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საგადასახადო ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, ლიკვიდაციას ახორციელებენ სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

3. დასაშვებია თუ არა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას მისი ქონების გასხვისება?
არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაცია შესაძლებელია, თუ:
1. ქონების გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
2. ქონების გსხვისება ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
3. ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. ვის გადეცემა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება?
ზოგადი წესის მიხედვით, არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ დამფუძნებლები. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომლებიც იმავე ან სხვა მსგავს მიზნებს ემსახურებიან, როგორსაც ლიკვიდირებული არასამეწარმეო იურიდიული პირი. თუ ასეთი არასამეწარმეო იურიდიული პირები არ არსებობენ ან შეუძლებელია მათი გამოვლენა, მაშინ შეიოძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება დარჩენილი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

IV. გადასახადები

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებობა ავტომატურად დაკავშირებულია თუ გარკვეული სახის გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლებასთან?
არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს რაიმე სახის გადასახადებისგან გათავისუფლებას. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გარკვეული სახის გადასახადებისგან გათავისუფლება დაკავშირებულია მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და შემოსავლის წყაროებზე. თუ არასამეწარმეო იურიდიული პირები ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში ისინი ექცევიან ჩვეულებრივ საგადასახადო პირობებში და ამ გზით მიღებული შემოსავლები ექვემდებარება ჩვეულებრივი წესით დაბეგვრას. თუ არასამეწარმეო იურიდიული პირების შემოსავლებს შეადგენს არა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები (მაგ. გრანტი, შემოწირულობა, საწევრო შენატანები), მაშინ ასეთი სახის შემოსავლები დაკავშირებულია განსაზღვრული სახის გადასახადისგან გათავისუფლებასთან. მაგალითად: მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია არასამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული "ორგანიზაციის" ცნებაში შემავალი სხვა სუბიექტების) მიერ მიღებული გრანტი, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოწირულობა და საწევრო შენატანი.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

2. არასამეწარმეო (არაკომმერციული) იურიდიული პირი გათავისუფლებულია თუ არა ქონების გადასახადის გადახდისაგან?
არასამეწარმეო იურიდიული პირები (აგრეთვე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული "ორგანიზაციის" ცნებაში შემავალი სხვა სუბიექტები) გათავისუფლებული არიან ქონების გადასახადის გადახდისაგან, გარდა მიწისა და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა. სხვანაირად, რომ ვთქვათ არასამეწარმეო იურიდიული პირები იხდიან ქონების გადასახადს მხოლოდ:

  • მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრების მიწაზე;
  • იმ ქონებაზე (მის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები), რომელსაც გამოიყენებს ეკონომიკური საქმიანობისათვის.

3. რა სახის გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლებას უკავშირდება გრანტი?
საქართველო საგადასახადო კოდექსის შესაბამისად:
1. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება არასამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული "ორგანიზაციის" ცნებაში შემავალი სხვა სუბიექტები) მიერ მიღებული გრანტი;
2. სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებულია გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები არასამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული "ორგანიზაციის" ცნებაში შემავალი სხვა სუბიექტების) მიერ გაცემული ანაზღაურება;
3. დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ;
4. საშემოსავლო გადასახადის გადახდით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. შესაძლებელია თუ არა გრანტით შეძენილ საქონელზე (მომსახურებაზე) დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება?
გრანტის მიმღებ პირს, რომელიც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს საგადასახდო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის, თუ მომსახურებისათვის გადახდილი დღგ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის ანგარიშგების ( დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის) წარდგენის საფუძველზე.
დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან 3 თვეში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

5.  თავისუფლდება თუ არა საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლისაგან გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი?
გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლისაგან საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღებმა ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) გრანტის მიმღების წერილობითი მომართვა;
ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს `გრანტების შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
გ) გრანტის მიმღების შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
დ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;
ე) საგადასახადო ინსპექციის მიერ გრანტის მიმღებისათვის გაცემული მოწმობა საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თაობაზე (ასლი);
ვ) საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;
ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.
უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი, რომლებიც წარედგინება ფინანსთა სამინისტროს, უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი. თარგმანის სისწორე დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიალურად ან გრანტის მიმღების ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იძლევა დასაბუთებულ უარს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

6. რა საგადასახადო შეღავათები აქვს საწარმოს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე შემოწირულობის გაცემის დროს?
საგადასახდო კოდექსში ჩადებულია საქველმოქმედო საქმიანობის სტიმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხა, მაგრამ არა უმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან საგადასახდო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების შემდეგ დარჩენილი თანხის 8 პროცენტისა.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

V. გრანტები

1. რა არის გრანტი?
გრანტი არის დონორის მიერ გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. გრანტი არ არის სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

2. ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი ანუ დონორი?
გრანტის გამცემი ანუ დონორი შეიძლება იყოს:
1. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია;
2. საერთაშორისო ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია;
3. საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი;
4. უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა;
5. უცხოეთის სამეწარმეო იურიდიული პირი თუ გრანტის მიმღები არის საქართველოს სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა;
6. უცხოეთის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
7. საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

3. ვინ შეიძლება იყოს გრანტის მიმღები?
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
1. საქართველოს სახელმწიფო პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაციის სახით;
2. საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს სახით;
3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
4. საქართველოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, მისი ფილიალი, წარმომადგენლობა, განყოფილება;
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
6. საქართველოს მოქალაქე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. როგორ ფორმდება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის გრანტის გაცემის პროცედურა?
დონორსა და გრანტის მიმღებს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, მიღებული სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც დონორი უყენებს გრანტის მიმღებს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

5. დასაშვებია თუ არა გრანტის გამოყენება არა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც იგი გაიცა?
გრანტის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი მიზნობირიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად (მაგ. საგანმანათლებლო, ჯანდაცვის დაცვა და სხვა). ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ დონორის თანხმობით შეიძლება შეიცვალოს გრანტის მიზნობრიობა და იგი გამოყენებულ იქნეს არა იმ თავდაპირველი მიზნებისათვის, რისთვისაც იგი გაიცა.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

6. დასაშვებია თუ არა გრანტის სახით მიღებული ქონების რეალიზაცია?
გრანტის სახით მიღებული ქონების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის ხელშეკრულებაში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

VI. შესყიდვები

1. რა არის სახელმწიფო შესყიდვა?
სახელმწიფო შესყიდვა არის ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა, რომელიც ხორციელდება:

  • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით;
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით;
  • ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით;
  • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით;
  • უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ან საგრანტო და საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრულია შესყიდვების განხორციელების საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული სხვა წესები);
  • სახელმწიფო გარანტიით მიღებული საკრედიტო და საინვესტიციო სახსრებით;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად;
  • იმ საწარმოს სახსრებით, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

2. შესაძლებელია თუ არა, რომ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა?
სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, მათ შორის არასამეწარმეო იურიდიულმა პირმაც.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

3. რა საშუალებების გამოყენებით შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვა?
"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების 3 საშუალებას, ესენია:
1. ტენდერი - სახელმწიფო შესყიდვის ეს საშუალება გამოიყენება თუ არ არის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების სხვა საშუალების გამოყენების საფუძვლები. ამასთან რომც არსებობდეს სახელმწიფო შესყიდვის სხვა საშუალების გამოყენების საფუძველი,
შემსყიდველ ორგანიზაციას მაინც შეუძლია გამოიყენოს ტენდერის საშუალება.
2. ფასთა კოტირება - რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის ან მომსახურების (გარდა ინტელექტუალური მომსახურებისა) შესყიდვისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 50 000 ლარზე, აგრეთვე იმ სამუშაოს შესყიდვისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 120 000 ლარზე.
3. ერთ პირთან მოლაპარაკება - ამ საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს თუ:
ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 50 000 ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
გ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა;
დ) მიმწოდებლისგან შესყიდული ობიექტის ხარისხის თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცულებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისგან;
ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. გადაიხდევინება თუ არა ტენდერში მონაწილეობისათვის მოსაკრებელი და რამდენია მისი ოდენობა?
სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის წესდება სატენდერო მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაწესდეს ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი, რომლის განაკვეთიც არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

VII. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობა და განკარგვა

1. რას წარმოადგენს სახელმწიფო ქონება?
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს სახელმწიფო ქონებას და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას.
სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (უძრავი და მოძრავი ნივთები), აგრეთვე არამატერიალური სიკეთე (წილი საწარმოში, მოთხოვნები და სხვა).
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (უძრავი და მოძრავი ნივთები), აგრეთვე არამატერიალური სიკეთე (წილი საწარმოში, მოთხოვნები და სხვა).

გვერდის დასაწყისში გადასვლა

2. რას გულისხმობს ქონების პრივატიზება?
პრივატიზება ეს არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირების (ფიზიკური ან იურიდიული პირები) ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

3. სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების რა ფორმები არსებობს?
სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება შეიძლება მოხდეს აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
აუქციონი _ ქონების პრივატიზების აუქციონის ფორმის გამოყენების დროს ქონებაზე საკუთრების უფლება მიენიჭება იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება განსაზღვრული პირობებით (მაგ. დაწესებულების პროფილის შენარჩუნების პირობით), ასეთ შემთხვევაში საკუთრების უფლება მიენიჭება იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
პირდაპირი მიყიდვა _ სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).
პირდაპირი მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, რომელიც ხორციელდება თუ არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე ან დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის დროს ქონებაზე საკუთრების უფლება მიენიჭება იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს).
სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. რომელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ?
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოები. ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა, მერია.
სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო).

გვერდის დასაწყისში გადასვლა

5. ვინ ამტკიცებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას?
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მინისტრი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

6. ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი?
ქონების მყიდველი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, აგრეთვე მათი გაერთიანება. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირები ქონების მყიდველები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იურიდიულ პირში მათი მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა უცხოელებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

7. რაიმე სახის შეღავათები ხომ არ არის დაწესებული კანონმდებლობით პრივატიზებისას სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ორგანიზაციებისათვის?
სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ქონების პრივატიზების საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობა რაიმე სახის შეღავათებს პრივატიზების პროცესში სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის არ ითვალისწინებს. ეს უკანასკნელნი პრივატიზაციის პროცესში ისეთივე წესითა და პირობებით იღებენ მონაწილეობას, როგორც სხვა დაინტერესებული პირები (მყიდველები).

გვერდის დასაწყისში გადასვლა

8. სად ქვეყნდება ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ?
აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში, ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და განთავსდება სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე. თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ინფორმაცია ასევე გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება
აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებები. ამასთანავე, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელიც განათავსებს მას სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე.
ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე სულ ცოტა 30 კალენდარული დღით ადრე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

9. რა ვადაში ევალება მყიდველს პრივატიზებისას საბოლოო თანხის გადახდა?
პრივატიზებისას საბოლოო ანგარიშწორების ვადები დამოკიდებულია იმაზე თუ პრივატიზების რა ფორმაა გამოყენებული. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, გამყიდველი ადგენს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

VIII. უძრავი ქონების რეგისტრაცია

1. რას ნიშნავს ცნება "უძრავი ქონება"?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

2. რა საკანონმდებლო წესი არსებობს უძრავი ქონების შესაძენად?
უძრავი ქონების შესაძენად საჭიროა გამყიდველსა და მყიდველს შორის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

3. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს თუ არა ნოტარიალურ დამოწმებას?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის პირობები გამარტივდა, სანოტარო ხელშეკრულების გაფორმება არ არის სავალდებულო, თუმცა კანონი არ კრძალავს სანოტარო ფორმის გამოყენებასაც. გამყიდველი და მყიდველი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენენ ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობით ფორმას და ხელს მოაწერენ რეგისტრატორის თანდასწრებით.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. რას ნიშნავს უძრავი ქონების რეგისტრაცია და რეესტრის რომელი სახეები არსებობს?
"უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, რეგისტრაცია არის უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილებების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში.
არსებობს რეესტრის სამი სახე:
ა) უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრი;
ბ) ყადაღის რეესტრი;
გ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

5. ვის შეუძლია აიღოს ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან?
"უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

6. რა სახის უფლებები რეგისტრირდება რეესტრში უძრავ ნივთებთან მიმართებაში?
"უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უძრავ ნივთებზე რეგისტრირდება შემდეგი უფლებები:
ა) საკუთრება;
ბ) იპოთეკა;
გ) აღნაგობა;
დ) უზუფრუქტი;
ე) სერვიტუტი;
ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა;
ზ) იჯარა, ქვეიჯარა;
თ) თხოვება.

7. როგორი წესით ხდება თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე?
უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭიროა თანამესაკუთრეთა ერთობლივი მოთხოვნა ანუ ყველა მესაკუთრე ვალდებულია ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს, რათა დარეგისტრირებული იქნეს მისი, როგორც მესაკუთრის უფლება.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

8. შესაძლებელია თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნამდე უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში?
"უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნამდე დადებული გარიგებები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში (ტექბიუროში) შეიძლება რეგისტრირებული იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

9. აუცილებელია თუ არა საჯარო რეესტრში ხელახალი რეგისტრაცია იმ უძრავი ქონებისა, რომელიც რეგისტრირებულია ტექბიუროში?
ასეთი საკანონმდებლო აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების ან სხვაგვარად დატვირთვის შემთხვევაში საჭიროა ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რაც ავტომატურად გამოიწვევს ამ უფლების რეგისტრაციას, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იარსებებს ინფორმაცია აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების შესახებ.

IX. ლიცენზიები

X. შრომითი ურთიერთობები

1. შრომის კოდექსის მიხედვით, ვინ შეიძლება იყოს დამსაქმებელი?
დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

2. რამდენი წლის ასაკიდან შეიძლება დასაქმდეს ფიზიკური პირი?
ფიზიკური პირი შეიძლება დასაქმდეს 16 წლის ასაკიდან.
16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის დასაქმება შესაძლებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

3. შესაძლებელია თუ არა 13 წლის მოზარდის გადაღება სოციალურ კლიპში და მასზე შესაბამისი ჰონორარის გაცემა?
შესაძლებელია, მხოლოდ შემდეგი დათქმით: აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. ერთ–ერთი კერძო საწარმოს მიერ გამოცხადდა კონკურსი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ერთ–ერთ კანდიდატს უთხრეს უარი დასაქმებაზე ყოველგავრი საფუძვლის და დასაბუთების გარეშე. კანონიერია ეს ქმედება?
საქართველოს შრომის კოდექსის მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

5. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, რამდენი საათით არის განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა?
საქრთველოს შრომის კოდექის მე–14 მუხლის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

6. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, რამდენ დღეს შეადგენს შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო და როგორია ანაზღაურების პირობები?
დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით, აქედან, ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურების შესახებ.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

7. შესაძლებელია თუ არა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება დედის მაგივრად აიღოს ბებიამ და როგორია ამ შვებულების ხანგრძლივობა?
ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.
დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

8. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, საბოლოო ანგარიშსწორება რამდენ დღეში უნდა მოხდეს დასაქმებულთან და რას მოიცავს ეს თანხა?
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საბოლოო ანგარიშსწორების თანხა მოიცავს გამოუყენებელი შვებულების თანხებს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

9. პირი მუშაობს ერთ–ერთ საწარმოში, შესაძლებელია თუ არა მან შეთავსებით იმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ჩაითვლება თუ არა ის ამ ორგანიზაციის თანამშრომლად, ანუ უნდა ისარგებლოს თუ არა მან ამ ორგანიზაციაში შვებულების უფლებით?
საქართველოს შრომის კოდექსის მე–8 მუხლის მიხედვით, შესაძლებელია შეთავსებით მუშაობა. შეთავსებით მუშაობის დროს, პირი ითვლება ამ ორგანიზაციის თანამშრომლად და უნდა ისარგებლოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის შვებულების უფლებითაც.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

10. ზეგანაკვეთური სამუშაო ყველა შემთხვევაში ანაზღაურებადია? თუ არსებობს ისეთი პირობები, როცა შეიძლება არ ანაზღაურდეს?
საქართველოს შრომის კოდექსის მე–17 მუხლის მიხედვით, სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ზეგანაკვეთური სამუშაო არ ანაზღაურდება, ხოლო საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურდება.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

XI. ხელშეკრულებები

1. შეიძლება თუ არა შრომითი ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით?
საქართველოს შრომის კოდექსის მე–6 მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

2. აუცილებელია თუ არა არასაცხოცრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული არასამთავრობო ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს შორის, დამოწმდეს სანოტარო წესით?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად და ნამდვილობისთვის არ არის სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

3. ქირავნობის ხელშეკრულების დროს ვის ეკუთვნის მიმდინარე რემონტის ჩატარების ხარჯის გადახდა – გამქირავებელს თუ დამქირავებელს?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 548–ე მუხლის მიხედვით, მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს და დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

4. გამქირავებელი უარს ამობობს ქვქირავნობის ხელშეკრულების დადებაზე იმ მოტივით, რომ ფართი მეტისმეტად გადაიტვირთა. კანონიერია თუ არა გამქირავებლის უარი?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 549–ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს. ხოლო გამქირავებელს უფლება აქვს უარი თქვას ქვექირავნობაზე.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

5. არასაცხოვრებელი ფართის დამქირავებელი ქირას არ იხდის ზედიზედ 5 თვის განმავლობაში. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით. შეუძლია თუ არა გამქირავებელს მოსთხოვოს დამქირავებელს ფართის დაცლა და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558–ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

6. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებები?
ქირავნობის ხელშეკრულების კანონით დადგენილი ნორმები მოქმედებს იჯარის ხელშეკრულების დროსაც, თუ სხვა რაიმე განსხავავებული კანონისმიერი წესები არ არსებობს იჯარის ხელშეკრულებისთვის. განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ იჯარის ხელშეკრულების დროს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენების შედეგად შეუძლია მიიღოს სარგებელი, რაც შეუძლებელია ქირავნობის ხელშეკრულების დროს დამქირავებლისთვის.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

7. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს დაქირავებული აქვს ფართი, რომლის მესაკუთრე იმყოფება საზღვარგარეთ. იურიდიული პირის ადმინისტრაციასთან მივიდა მესაკუთრის მეუღლე და მოსთხოვა მათ დაცალონ ფართი, რადგან ის არის მისი საკუთრება. როგორ უნდა მოიქცეს დამქირავებლი?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 544–ე მუხლის თანახმად, გაქირავებულ ნივთზე არსებული უფლებრივი ტვირთის მატარებელია გამქირავებელი. ამდენად, ამ ადამიანმა პრეტენზიები უნდა წაუყენოს თავის მეუღლეს და არა დამქირავებელს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა

8. რა ვადაში შეიძლება მოიშალოს ქირავნობის ხელშეკრულება?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 561–ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა


free web page counter
საიტის მუშაობას უზრუნველყოფს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail adm@civilin.org