www.civilin.org/welfare
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა ENGLISH
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

პროექტის შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2006 წლის ბოლოს დაიწყო პროექტი "სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა". პროექტის მიზანია სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ორგანიზაციების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის, ზოგადად სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება, აღნიშნული ორგანიზაციების ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ხელისუფლების თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, სახელმწიფოს მიერ სოციალური მომსახურების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შესყიდვის მოქნილი მექანიზმის შექმნა, ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროცესში ჩართვის გზით, სახელმწიფო სოციალური ზრუნვის სისტემის ჩამნაცვლებელი ალტერნატიული, საზოგადოებაზე დაფუძნებული ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, საზოგადოების სოციალური ცნობიერების ამაღლება. მიზნების მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს ქვემოთჩამოთვლილ აქტივობებს:

  • სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვლევა;
  • სოციალური სფეროს აქტორების ქმედითუნარიანი ქსელის ჩამოყალიბება/მართვა;
  • სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის შექმნა;
  • სოციალური სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესწავლა/ანალიზი/სრულყოფა;
  • საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა/ანალიზი სოციალური მომსახურების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შესყიდვის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლების თანამშრომლობის, სახელმწიფო დაფინანსების კუთხით;
  • სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი, სოციალური საკითხების მიმართ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა/ანალიზი, სოციალური გზამკვლევის გამოცემა.


საიტის მუშაობას უზრუნველყოფს ფონდი - "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი"


free web page counter
საიტის მუშაობას უზრუნველყოფს
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail adm@civilin.org