მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის ბლოგინგის შესახებ მოკლე სასწავლო ვიდეო ლექციების შექმნაზე
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური,
  • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:

http://civilin.org/viewproject.php?id=61
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

დავალება:

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის საკომუნიკაციო სტრატეგია და 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის გაზრდა. ასევე სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

ამ კამპანიის ფარგლებში უნდა შეიქმნას მოკლე სასწავლო ვიდეოები, რომლის მიზანი არის ახალგაზრდებს გააცნოს დემოკრატიის არსი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა. ვიდეო ლექციები უნდა დაეხმაროს ახალგაზრდებს სამოქალაქო ღირებულებების და ფასეულობების გაცნობიერებაში, ასევე ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის და მოხალესეობის განვითარებას.

სასწავლო ვიდეოების ერთ-ერთი მიმართულებაა ბლოგის წარმოება და შესაძლოა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
  • რა არის ბლოგი;როგორ ავაწყოთ ბლოგი;
  • როგორ ავაწყოთ ბლოგი;
  • როგორი უნდა იყოს კარგი ბლოგი;
  • როგორ ვიყოთ კარგი ბლოგერი;
  • StoryTelling-ი
აპლიკანტს შეუძლია დამატებითი საკითხების შემოთავაზება, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს ამ საკითხის დასაფარად. ვიდეო ლექციის ქრონომეტრაჟი უნდა იყოს 15-20 წუთი.
დაინტერესებული კანდიდატი შესაძლოა იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც პროექტის ფარგლებში დაევალება ვიდეო ლექციისთვის თემატიკის დამუშავება და ვიდეო ლექციის გადაღება. ტექნიკურ საკითხებს (ვიდეო ლექციების ჩაწერა, მონტაჟი, ონლაინ პორტალზე ატვირთვა და ა.შ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
საბოლოო პროდუქტი:
  • ვიდეო ლექციების კონცეფცია
  • ვიდეო ლექციები
მოთხოვნები:
  • სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს კამერის წინ მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2019 წ. 31 ივლისამდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: g.avazashvili@civilin.org
  • რეზიუმე ან ავტობიოგრაფია;
  • კონცეპტუალური ხედვა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი საკითხის მოკლე აღწერა; ვიდეო ლექციების რაოდენობა; ლექციის სტრუქტურა;
  • ჰონორარი
  • შერჩევისას შესაძლოა საპილოტე ლექციის ჩაწერის მოთხოვნაც;
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
იურიდიული პირის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებით შემდეგი დოკუმენტაცია:
  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ აპლიკანტებს.

გთხოვთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 2 36 36 00.
საკონტაქტო პირი თათა ბოჭორიშვილი