მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

იწყება განაცხადების მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების კურსზე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) პური მსოფლიოსთვის  (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო კურსზე.
 
თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები მონაწილეობით ბიუჯეტირების მიმართულებით:

მონაწილეობითი ბიუჯეტირების კურსის მიზანია მსმენელებს მიეწოდოს სისტემატიზებული და სტრუქტურირებული როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული  მაგალითები, რომელიც ასახავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მსოფლიოში და საქართველოში არსებულ გამოცილებას.
 
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ განისაზღვრონ კონკრეტულ მუნიციპალიტეტისათვის ოპტიმალურად მორგებული მოდელი, განსაზღვრონ სამიზნე ჯგუფები, ჩამოაყალიბონ სამუშაო და შეფასების პროცედურები.
 
სწავლა დაიწყება სექტემბერში და დასრულდება  ნოემბერში
 
ონლაინ სწავლების შესახებ:
 
სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და  სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები. სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
 
ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე ცხრა ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში სწავლებაზე დარეგისტრირდა 3034  მონაწილე და გაიცა 1 084 სერთიფიკატი. მონაწილეთა 97% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 97% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.
ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:
 
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.
იხილეთ აპლიკაციის ლინკი:  https://forms.gle/rGpce46wcynWwhVj6

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  18 ივლისი  2019 წელი
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი