მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს სოციალური მედია კამპანიის მომსახურებაზე
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ 
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:

http://civilin.org/viewproject.php?id=61
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

დავალება:
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების რღვევის კამპანია, რომლის მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციისა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა. აღნიშნული ტენდერის მიზანია სოციალურ ქსელებში მიმდინარე კამპანიის წარმოება (ფბ გვერდი „ეს ქვეყანა შენია" – https://www.facebook.com/Thiscountryisyours).

სამუშაოს აღწერილობა და ტექნიკური დავალება:
  1. კამპანიის განვითარების კრეატიული კონცეფციის შემუშავება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სსო–ების მიმართ არსებული სტერეოტიპების დალევის საკომუნიკაციო სტრატეგიას (იხ. ქვემოთ);
  2. სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული სარეკლამო ციფრული კამპანიის გეგმის შემუშავება;
  3. სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით კონტენტის შექმნა და სოციალურ ქსელში რეკლამირება;
  4. სხვადასხვა სოციალური პლატფორმის შედეგების ყოველთვიური ანალიზი.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის საკომუნიკაციო სტრატეგია

კონკურსში მონაწილეობის პროცედურა:

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2019 წ. 22 ივლისამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: g.avazashvili@civilin.org

  • კრეატიული კონცეფციის მონახაზი და არსებული კამპანიის გაგრძელების ხედვა (შესაძლო თემატიკა, კამპანიისთვის მულტიმედიური ინსტრუმენტების ჩამონათვალი, აუდიტორია, საინფორმაციო მასალის რეკლამის ხანგრძლივობა);
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ ერთი საინფორმაციო მასალისა და ვიზუალის ნიმუში;
  • შესასრულებელი სამუშაოს ბიუჯეტი და ვადები.
  • გაცნობებთ, რომ 2019 წ. 15 ივლისი 16:00 სთ-ზე გაიმართება საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა მსურველ იურიდიულ პირებთან და საინიციატივო ჯგუფებთან. მის.: 26 მაისის მოედანი 2, V სართული, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისი.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ იურიდიულ პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს. გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს, ლალი შალვაშვილი ტელ: 599 577 456