მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

''სამოქალაქო მონაწილეობის'' ფორუმი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) გიწვევთ სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმზე, რომელიც სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში, ამა წლის 27 ივნისს გაიმართება.

ფორუმის ძირითადი მიზანია სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით არსებული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომების და ტენდენციების გაცნობა, ასევე დიალოგის და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.


სამოქალაქო მონაწილეობა გულისხმობს მოქალაქეთა ჩართულობას ფართო სპექტრის პოლიტიკურ საკითხებში და მიზნად ისახავს საზოგადოების საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას და დემოკრატიის ხელშეწყობას. სამოქალაქო მონაწილეობა ქმნის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე სახელმწიფოს და აყალიბებს ინკლუზიურ საზოგადოებას.

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის სამოქალაქო მონაწილეობა მნიშვნელოვნად მიაჩნია. თუმცა საინტერესოა, როგორია სამოქალაქო მონაწილეობის პრაქტიკა საქართველოში? როგორ და რა ხარისხით არიან ჩართულები საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში? რა წარმატებული მაგალითები არსებობს ამ კუთხით და რა არის ის გამოწვევები, რომელიც მონაწილეობით პროცესებს ახლავს თან?

სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმი ქმნის სივრცეს ყველა დაინტერესებული პირისთვის უკეთ გააცნობიეროს მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების პროცესში, და ასევე თავად წარუდგინოს აუდიტორიას მონაწილეობითი პროცესის წარმატებული მაგალითები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი კონტექსტის კრიტიკულ გააზრებას.  

ფორუმზე მოწვეულები არიან სამოქალაქო მონაწილეობის სფეროს ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე, წარმოადგენენ მონაწილეობის სხვადასხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკის, სტრატეგიების შემუშავებას, მონაწილეობით ბიუჯეტირებას, საჯარო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას ან საჯარო სივრცის მოწყობას.

სამოქალაქო მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ფორუმზე, როგორც მომხსენებელი, საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ან როგორც მონაწილე,  საკითხთან დაკავშირებული საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.    

ფორუმზე მონაწილეობისთვის,  გთხოვთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/2JLLm94LJSTfBQHR8

ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 17 ივნისი.

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში -„საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თათა ბოჭორიშვილი, tamar@civilin.org,  2 36 36 00