მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

OGP-ის სამოქმედო გეგმაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივა აისახა
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ინიციატივით, ღია მმართველობა საქართველოს (OGP) 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდის ვალდებულება აისახა (გეგმის ვალდებულება 12). სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის N537 დადგენილებით დამტკიცდა.

ვალდებულების მიზანია, სახელმწიფო/საჯარო ინსტიტუციების მიერ საგრანტო დაფინანსების გაცემის არსებული სისტემის გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაზრდა. გეგმაში ასახული სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ინიციატივა, ეყრდნობა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებს, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული ინსტიტუციების მონაწილეობით შემუშავებულ რეკომენდაციებს (სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის რეფორმის კონცეფცია).

სამოქმედო გეგმაში ასახული ვალდებულების ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს, კანონით დადგინდეს ძირითადი სტანდარტ-პრინციპები, რომელიც საკმარისად მკაფიო იქნება იმისთვის, რომ საგრანტო დაფინანსება სანდო და გამჭვირვალე პროცესად იქცეს. ვალდებულება, ასევე, გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გრანტის გაცემის მექანიზმის გამოყენების უფლების მიცემას, რაც ხელს შეუწყობს, ინტერ-მუნიციპალური ინიციატივების წახალისებას, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართვასა და ადგილზე სხვადასხვა ინიციატივების წახალისებას.

ეს კონცეფცია შეიქმნა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის"(#CSSIGE) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წელების სამოქმედო გეგმა

https://matsne.gov.ge/document/view/4364776?publication=0