მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ტრენინგების ციკლი თემაზე „სისტემური ცვლილება და მონაწილეობა“
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, რეგიონულ ჰაბებთან თანამშრომლობით პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში ჩაატარა ტრენინგების ციკლი  "სისტემური ცვლილება და მონაწილეობა”.
 
რეგიონებში მოცემულ თემაზე ტრენინგების ჩატარების მიზანი იყო ის, რომ ადგილობრივ დონეზე განვითარების აქტორები გაცნობოდნენ სისტემური ცვლილების არს და შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული მიდგომის საბაზისო პრინციპებს.

ტრენინგების სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თვითმმართველობის, მედიის წარმომადგენლები, სათემო ლიდერები და აქტიური მოქალაქეები. თეორიული და პრაქტიკული სახის დავალებების საშუალებით, მონაწილეებმა გაიაზრეს პროექტის მართვის ძირითადი ტერმინოლოგია, დაგეგმვის, მონიტორინგის, შეფასების მნიშვნელობა და მდგრადი განვითარების პროცესში სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომის როლი. ისინი ასევე გაეცნენ სისტემური ცვლილების კონტექსტში სხვადასხვა ინსტრუმენტს და თანამედროვე მიდგომებს. ტრენინგის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარება პოზიტიური და მდგრადი ცვლილებების საკუთარ თემში ეფექტურად განხორციელებაში.
 
ამავე აქტივობის ფარგლებში, რეგიონებში ტრენინგების ციკლის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა იგივე თემაზე ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი, სადაც სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ რეგიონული ჰაბები. ტრენინგის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომების შესახებ, ისინი ასევე გაეცნენ მონაწილეობით ინსტრუმენტებს და გაიუმჯობესეს ფასილიტაციის უნარ-ჩვევები. საბოლოოდ, რეგიონულ ჰაბებს გადაეცემათ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის სრული პაკეტი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავად დაგეგმონ და ჩაატარონ ტრენინგები მოცემულ საკითხებზე, საკუთარ თემში.
 
ტრენინგები ჩატარდა პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.