მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) იწყებს განაცხადების მიღებას მუნიციპალური საჯარო ფინანსების ონლაინ კურსზე
თუ თქვენ :
  • ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი
  • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი და გსურთ გაიღრმავოთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები
მაშინ საშუალება გეძლევათ: ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები.

სწავლა დაიწყება მაისის მეორე ნახევარში და დასრულდება ივლისში

ონლაინ სწავლების შესახებ:

 სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და  სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე ექვსი ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში ექვსი ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 2 498 მსმენელი, ხოლო ჯამში გაიცა 955 სერთიფიკატი. მონაწილეთა 97% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 98% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.  კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
 
კურსის აღწერა:

სასწავლო კურსი მოიცავს ეკონომიკის და საჯარო ხელისუფლების ურთიერთმიმართების ზოგადი პრინციპების გაცნობას, საზოგადოებრივი საქონლის, გარეგანი ეფექტების და შერმოსავლების გადანაეწილების პრინციპების გაცნობას, ადგილობრიოვი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპების და მახასიათებლების გაცნობას, მუნიციპალიტეტეის ტერიტორიული ორგანიზაციის პრინციპების გაცნობას,  მუნიციპალიტეტის როლის გაცნობიერებას საჯარო მართვის სისტემაში, მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების გაცნობას, საბიუჯეტო სისტემისა და მისი პრინციპების გაცნობას, მუნიციპალურ დონეზე საბიუჯეტო პროცესის, მისი ეტაპების და ჩართული მხარეების ფუნქციების გაცნობას, მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სტრუქტურისა და პრობლემატიკის გაცნობას, ფისკაულური დეცენტრალიზაციის პრობლემატიკის და ტრანსფერების სისტემის გაცნობას,  საბიუჯეტო კლასიფიკაციის და ბიუჯეტის ფორმატის გაცნობას, მუნიციპალური საშუალოვადიანის დაგეგმვის და პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპების გაცნობას, მუნიციპალური ქონების ოპერირებისა და მუნიციპალური შესყიდვების საკითხების გაცნობას, მუნიციპალიტეტის შიდა და გარე აუდიტის, სახელმწიფო ზედამხედველობის  და მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების საკითხების გაცნობას.
კურსის ხელმძღვანელი: თენგიზ შერგელაშვილი

რეგისტრაცია:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  15 მაისი  2018 წელი
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
იხილეთ ლინკი: https://goo.gl/forms/K2llVVc60ivdkgAV2
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი