მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) იწყებს განაცხადების მიღებას ახალ სასწავლო კურსზე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო კურსებზე: შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა, საზოგადოებრივი მონაწილეობა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი.

თუ თქვენ :
  • ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი
  • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, ან თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი
მაშინ საშუალება გეძლევათ: ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:
  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა
  • საზოგადოებრივი მონაწილეობა
  • სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი

სწავლა დაიწყება მაისში და დასრულდება ივლისში
 
ონლაინ სწავლების შესახებ:
 
სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და  სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე ექვსი ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში ექვსი ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 2 498 მსმენელი, ხოლო ჯამში გაიცა 955 სერთიფიკატი. მონაწილეთა 97% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 98% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

კურსების აღწერა:

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა:

კურსის ფარგლებში  მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებების საშუალებით თავად გაიაზრებენ  პროექტის მართვის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს,  გაეცნობიან შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტის მართვის კონცეფციასა და ამ კუთხით არსებულ თანამედროვე ტენდენციებს. გაიაზრებენ რას ნიშნავს შეფასებითი აზროვნება და როგორ უნდა განახორციელონ სისტემური ცვლილება.
კურსის გავლის შემდეგ  მონაწილეებს გააზრებული ექნებათ პროექტის მართვის ძირითადი ტერმინოლოგია, პროექტის ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმები, პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესები, პროექტის მსვლელობის თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი საქმიანობა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის საშუალებები, პროექტის მართვისას საჭირო ინსტრუმენტები, როგორიცაა პრობლემებისა და გადაწყვეტილებების ხე, M4P თვალის ინსტრუმენტი შედეგების ჯაჭვი, ლოგიკური ჩარჩო, ბიუჯეტის გეგმა, ინდიკატორების ცხრილი, ანალიტიკური ჩარჩო და ა.შ.  და მათი გამოყენება. კურსის ფარგლებში მსმენელები თავად შეიმუშავებენ  საპროექტო წინადადებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება გავლენასა და  სისტემური ცვლილების მიღწევაზე.  კურსის მსვლელობისას  მსმენელებს საშუალება ექნებათ სადისკუსიო ფორუმის საშუალებით განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
კურსი არის  ინტერაქტიული და ეფუძნება თვითმოტივირებულ სწავლებას, იგი სთავაზობს სტუდენტებს გამოსცადონ შესაძლებლობები და შეაფასონ საკუთარი პროგრესი. შესაბამისად, კურსის განმავლობაში აუცილებელია მონაწილეების აქტიური ჩართულობა სხვადასხვა დისკუსიისა თუ დავალების შესრულების დროს.
კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: თეიმურაზ ჯალიაშვილი და ნინო მღვდელაძე
 
საზოგადოებრივი მონაწილეობა:
საზოგადოებრივი მონაწილეობის კურსი შედგება ოთხი მოდულისგან და მოიცავს, როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე პრაქტიკულ მასალას, სავარჯიშოებს, ჯგუფურ დავალებებს, ინდივიდუალურ რეფლექსიას, ფორუმზე აქტიურ დისკუსიებს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოებრივი მონაწილეობის რაობა, არსი, ძირითადი პრინციპები და ცნებები, კარგი მმართველობის ოთხი ძირითადი კონცეფცია: ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მონაწილეობა და ინკლუზია, მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე (მონაწილეობითი ბიუჯეტირება, სოციალური აუდიტი, მოქალაქეთა პანელი, უკუკავშირის მეთოდები და სხვ.), მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები, მონაწილეობის დონეები, კომუნიკაციის ტიპები და მონაწილეობითი პროცესების ფასილიტაციის ხერხები, ეთიკური სტანდარტები და ნორმები მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკაშირებით. მონაწილეებს ექნებათ საშუალება აქტიური დისკუსიითა და ინტერაქციით გაეცნონ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას საზოგადოებრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გააანალიზონ და კრიტიკულად შეაფასონ ადგილობრივი კონტექსტი და უკეთ გააცნობიერონ მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების, ბიუჯეტირების, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესში.
კურსი ეფუძნება ინტერაქტიულ და თვითმოტივირებულ სწავლებას.  იგი სთავაზობს  სტუდენტებს გამოცადონ საკუთარი  შესაძლებლობები. ეს საშუალებას აძლევს მათ შეაფასონ საკუთარი პროგრესი და მოემზადონ მომდევნო მოდულისათვის.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და იქცნენ გონივრული და კონსტრუქციული საზოგადოებრივი მონაწილეობის ინიციატორებად.
კურსს წარუძღვებიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები: ეკატერინე დანელია და ნინო მღვდელაძე

სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი:
კურსი, მოიცავს, როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე პრაქტიკულ მასალას და  სავარჯიშოებს, თემატურად ეხება კანონმდებლობის და პრაქტიკის განხილვას, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ისეთ თემებზე, როგორიც არის ღია მმართველობა, ინფორმაციის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა. მსმენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მაგალითების სახით, თუ რა მეთოდებით ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუტების მონიტორინგი და რა ეფექტი და შედეგი აქვს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს.
კურსის გავლის შემდგომ მსმენელები მიიღებენ საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ღია, დემოკრატიული და კარგი მმართველობა, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რატომ არის აუცილებელი მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი და რა მექანიზმებით და ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი მოქალაქეების მიერ ხელისუფლების კონტროლი და როგორ უნდა უზრუნველყონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელისუფლების საქმიანობაში ჩართულობა.
კურსს წარუძღვებიან:  გიორგი კლდიაშვილი (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანა-დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი) და ლევან ავალიშვილი (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანა-დამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი).


რეგისტრაცია:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  30 აპრილი  2018 წელი
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
იხილეთ ლინკი:  https://goo.gl/forms/Y5QodODkeIsJ2Lt53
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი