მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონფერენცია - საცხოვრისის მართვა და ენერგოეფექტურობა
საცხოვრისის პოლიტიკა, მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება: არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებებისა და ხელმისაწვდომი დაფინანსების პერსპექტივები"

26 იანვარს, სასტუმრო იოტაში, კონფერენცია „საცხოვრისის პოლიტიკა, მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება" გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების კუთხით.

ღონისძიებაზე არასამთავრობო სექტორმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: საცხოვრისის მართვა, შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაციის შესაძლებლობები; ენერგოეფექტური სანაცია (რაც ჯამში ენერგისაა და გაზის მომხმარებას 40%-მდე შეამცირებს), ასევე, საცხოვრისის დაპროექტება-მშენებლობა, ეკოლოგიური ფაქტორებზე პროექტის დადებითი ზეგავლენა და სხვ.

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, გაძლიერდეს ისეთი ინსტიტუციები როგორიცაა საბინაო სექტორში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოება. მსგავსი ფორმატის ღონისძიება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ ორგანიზებული ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, რომელიც საცხოვრისის სექტორს სამოქალაქო საზოგადოების მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის კუთხით განიხილავს. ევროკავშირის პროექტი ერთდროულად 5 სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება და მასში ჩართულია სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორი.

კონფერენციის ორგანიზატორები გახლდნენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველო", სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი. პროექტი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ღონისძიება გაიმართა პროექტის "გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული ორგანიზაცია - ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO). პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტი 2017 წლის 31 იანვარს სრულდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", ქუთაისში - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.