მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოში საქალაქო საცხოვრისის სფეროს სისტემური რეფორმის კონცეფციის ზოგადი მონახაზი

პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში არის ევროკავშირის მხარდაჭერილი სამწლიანი პროექტი, რომელიც 2015 წლიდან გერმანიასა და ხუთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს სამ ხალხმრავალ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხორციელდება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საცხოვრისის სფეროში საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის გაძლიერებას სამიზნე ქვეყნებში.

საქართველოში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივით,მოწვეულ ექსპერტთან, პროფესორ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან თანამშრომლობით, შემუშავდა საქართველოში  საქალაქო საცხოვრისის სფეროს სისტემური რეფორმის კონცეფციის ზოგადი მონახაზი - სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს საცხოვრისის სფეროს სხვადასხვა განზომილებასა და შემდეგ ნაწილებადაა ჩამოყალიბებული: 1. პრობლემური ვითარების გამოვლენა; 2. პოლიტიკური ნების განცხადება; 3. ცნებითს-ტერმინოლოგიური აპარატის განვითარება; 4. საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება; 5. ინსტიტუციური სტრუქტურის გამართვა; 6. სამეცნიერო-მეთოდოლოგიური ბაზა; 7. საინფორმაციო თანხლება და მონიტორინგი; 8. ურბან-მენეჯმენტი; 9. საფინანსო-ეკონომიკური უზრუნველყოფა; 10. დაგეგმვა-დაპროექტება; 11. სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები. ნაშრომის თითოეულ ნაწილში გაანალიზებულია საცხოვრისის სხვადასხვა ასპექტი, მიმდინარე ვითარება და  რეკომენდაციების სახით მოცემულია სისტემური რეფორმების ხედვა.
იხილეთ დოკუმენტი.

რეკომენდაციის დოკუმენტი შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში" ფარგლებში,  არასამთავრობო ორგანიზაციების:  ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა და სამოქალაქო საზოგადოების  ინსტიტუტის ინიციატივით, ექსპერტ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან თანამშრომლობით. დოკუმენტი არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.