მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) იწყებს განაცხადების მიღებას ახალ სასწავლო კურსზე: სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგზე
თუ თქვენ :
  • ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი 
  • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი და გსურთ გაიღრმავოთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები 
მაშინ საშუალება გეძლევათ: ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები.

სწავლა დაიწყება ნოემბრის ბოლოს და დასრულდება იანვარში

ონლაინ სწავლების შესახებ:
 
სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე ხუთი ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში ხუთი ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 1 755 მსმენელი, ხოლო ჯამში გაიცა 716 სერთიფიკატი. V ციკლის მონაწილეები დადებითად აფასებენ ონლაინ სწავლებას. სწავლების მონაწილეთა უკუკავშირი ასეთია: მონაწილეთა 93% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 92% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 95% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

პროექტში მონაწილეობა უფასოა. კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

პროექტი ითვალისწინებს მცირე გრანტების და სტაჟირების შესაძლებლობას.

სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან მინიმუმ 2 კურსს, ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სტაჟირების პროგრამაში და გაიარონ 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება სპეციალური კონკურის საფუძველზე.

ასევე, საზოგადოებრივ ორგანიზაციები, რომელთა წევრებიც/თანამშრომლებით წარმატებით გაივლიან 2 სასწავლო კურსს, მიიღებენ შესაძლებლობას მიიზიდონ კვალიფიცირებული კადრები ანაზღაურებად სტაჟირებაზე და დამატებით, ჩაერთონ საგრანტო (10,000 ევრო) კონკურსში, რაც ხელს შეუწობს პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში განხორციელონ.

კურსის აღწერა:

კურსი, მოიცავს, როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე პრაქტიკულ მასალას და სავარჯიშოებს, თემატურად ეხება კანონმდებლობის და პრაქტიკის განხილვას, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ისეთ თემებზე, როგორიც არის ღია მმართველობა, ინფორმაციის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა. მსმენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მაგალითების სახით, თუ რა მეთოდებით ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუტების მონიტორინგი და რა ეფექტი და შედეგი აქვს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს.
კურსის გავლის შემდგომ მსმენელები მიიღებენ საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ღია, დემოკრატიული და კარგი მმართველობა, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რატომ არის აუცილებელი მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი და რა მექანიზმებით და ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი მოქალაქეების მიერ ხელისუფლების კონტროლი და როგორ უნდა უზრუნველყონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელისუფლების საქმიანობაში ჩართულობა.
კურსს წარუძღვებიან: გიორგი კლდიაშვილი (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანა-დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი) და ლევან ავალიშვილი (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანა-დამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი).

რეგისტრაცია:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 ნოემბერი 2017 წელი

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
იხილეთ ლინკი: http://goo.gl/forms/CfAxTizUCrCbYIVW2
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი