მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

განაცხადების მიღება დაიწყო
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) იწყებს განაცხადების მიღებას ორ სასწავლო კურსზე: ადვოკატირება ლობირებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაზე

თუ თქვენ :
      • ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი 
      • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი და გსურთ გაიღრმავოთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები 
მაშინ საშუალება გეძლევათ: ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები.

სწავლა დაიწყება ოქტომბერის ბოლოს და დასრულდება დეკემბერში

ონლაინ სწავლების შესახებ:
 
სასწავლო კურსები დისტანციურია და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და  სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსები და მაქსიმალურდ დაზოგონ რესურსები.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე ხუთი ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში ხუთი ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 1 755 მსმენელი, ხოლო ჯამში გაიცა 716 სერთიფიკატი.  V ციკლის მონაწილეები დადებითად აფასებენ ონლაინ სწავლებას. სწავლების მონაწილეთა უკუკავშირი ასეთია: მონაწილეთა 93% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 92% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 95% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.  თითოეული კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.

პროექტი ითვალისწინებს მცირე გრანტების და სტაჟირების შესაძლებლობას. 

სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან მინიმუმ 2 კურსს, ექნებათ   შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სტაჟირების პროგრამაში  და გაიარონ 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.  სტაჟირების პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება სპეციალური კონკურის საფუძველზე. 

ასევე, საზოგადოებრივ ორგანიზაციები, რომელთა წევრებიც/თანამშრომლებით წარმატებით გაივლიან 2 სასწავლო კურსს,  მიიღებენ შესაძლებლობას მიიზიდონ კვალიფიცირებული კადრები ანაზღაურებად სტაჟირებაზე და დამატებით, ჩაერთონ საგრანტო (10,000 ევრო) კონკურსში, რაც ხელს შეუწობს პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში განხორციელონ.

კურსების აღწერა:

საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია: კურსის მიზანია მსმენელებმა გაიგონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი, რომელიც მდგომარეობს ორგანიზაციის მიზანმიმართულ კომუნიკაციაში საკუთარ სამიზნე აუდიტორიასა და დაინტერესებულ მხარეებთან, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. კურსი სასარგებლო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტების თეორიით. კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს შეეძლებათ: ჩამოაყალიბონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი და მის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანები, მოახდინონ მისი განსხვავება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სხვა მიმართულებებისაგან, ასევე განსაზღვრონ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის საკომუნიკაციო ამოცანები და დაგეგმონ შესაბამისი საზოგადოებასთან ურთიერთობის და ადვოკატირების კამპანია.

კურსის ხელმძღვანელი: კახა მაღრაძე

ადვოკატირება ლობირება: კურსის მიზანია მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, საბაზისო ცოდნა შეიძინონ ადვოკატირებასა და ლობირებაში. კურსში წამოწეული საკითხები მსმენელს წარმოდგენას შეუქმნის ადვოკატირების და ლობირების სრულ პროცესზე. კურსში განხილულია საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა და მმართველობის ძირითადი ორგანოები, რათა სტუდენტს წარმოდგენა შეექმნას იმ გარემოზე, რომელშიც ლობირებისა და ადვოკატირების კამპანია ხორციელდება. ამასთანავე, კურსი მოიცავს იმ საკითხებს, რაც აუცილებელია ადვოკატირების და ლობირების კამპანიის წარმოებისთვის. ლექციებში  მიმოხილულია თუ როგორ ხდება ლობირების საკანომდებლო რეგულირება საქართველოში, ასევე, როგორ ხდება ადვოკატირების და ლობირების პროცესის დაგეგმვა, რომელი სტრატეგიები და ტექნიკები გამოყენება კამპანიის წარმოებისას და ა.შ. კურსში ასევე განხილულია პრაქტიკული მაგალითები და ქეისები  საქართველოს რეალობიდან, რაც მსმენელს დაეხმარება მომავალში თავად დაგეგმოს და ეფექტურად განახორციელოს ადვოკატირების და ლობირების კამპანია.

კურსის ხელმძღვანელი: ვაჟა სალამაძე

რეგისტრაცია:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  22 ოქტომბერი  2017 წელი
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
იხილეთ ლინკი: https://goo.gl/forms/jSEFVhmqcSqvZig43
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი