მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ტრენინგების კურსი - ''ინფორმაციის თავისუფლება და თვითმმართველობა''
29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის პროექტის „ ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადილობრივი თვითმმართველობისთვის" ფარგლებში მიმდინარეობდა ტრენინგების კურსი ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, საზოგადოებრივი დარბაზის წევრების, ახალგაზრდების და აქტიური მოქალაქეების მონაწილეობით. 

ტრენინგი, რომელსაც მოწვეული ექსპერტი – ლევან ფანიაშვილი უძღვებოდა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა _ თვითმმართველობის არსი და უფლებამოსილებები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მონიტორინგის მექანიზმები, ადვოკატირების და მონაწილეობის სამართლებრივი მექანიზმები; ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 50 მდე დაინტერესებულმა პირმა, ამის შემდეგ მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების კულტურისა და პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილაილის მხარდაჭერით შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც აქტიური მოქალაქეების (მათ შორის, ახალგაზრდების), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მერიასა და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტდება და მხარს დაუჭერს ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად მათ მიერ ინიცირებულ სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების აქტივობებს. პროექტი „ ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის" ახორციელებს Civil Society Institute ბათუმის ფილიალის მიერ Europe Foundation. ევროპის ფონდი მხარდაჭერით.