მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ექსპერტის მოწვევა ინტერესის გამოსახატად საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის
პროექტის შესახებ:
  
"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” არის ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კაშირები სხვა აქტორებთან. 

პროექტის ამოცანებია:
  • სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება, რომლის საფუძველზეც დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები განახორციელებენ სახელმწიფო დაფინანსების ყოველწლიურ მონიტორინგს. მონიტორინგის განსახორცილებლად ორგანიზაციები შეძლებენ ქვე-გრანტების პროგრამაში მონაწილებას.

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

მონიტორინგის მეთოდოლოგიის მოწვეული ექსპერტის ძირითადი ფუნქციაა საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების (ცენტრალური და მუნიციპალური დონე) არსებული სისტემის/სქემების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება. მონიტორინგის მეთოდოლოგია, ერთი მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს მონიტორინგის მეთოდოლოგიის ზოგად მიდგომებს/სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, მიმდინარე კვლევის (საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების არსებული სისტემის კვლევა) მასალებს და გამოკვეთილ ძირითად მიგნებებს.
ექსპერტმა მონიტორინგის მეთოდოლოგიის დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უნდა შეიმუშავოს, ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების არსებული სისტემის/სქემების მონიტორინგის მეთოდოლოგიის დოკუმენტის შემუშავება;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების არსებული სისტემის კვლევაში მონაწილეობის მიღება;
  • შემუშავებული მონიტორინგის მეთოდოლოგიის, ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის და სხვა ფორმატებში, განხილვაში მონაწილეობა;
  • შემუშავებული მონიტორინგის მეთოდოლოგიის, სამუშაო ჯგუფის წინადადებების შესაბამისად დაკორექტირება;
  • შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე პილოტური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;
  • შემუშავებული მონიტორინგის მეთოდოლოგიის პრეზენტაციის ფორმატის მომზადება.
კვალიფიკაცია და უნარები
  • უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სასურველია სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, ფინანსების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
  • მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების ან/და მონიტორინგის განხორციელების გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და გამოცდილება;
  • კანონმდებლობის კვლევის უნარი და გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს:
  • ინტერესის განაცხადი - მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების კონცეფციის/ხედვისა და სავარაუდო შინაარსის, აგრეთვე სასურველი ანაზღაურების მითითებით;
  • რეზიუმე/CV (თანდართული ფორმატით. ფაილი იხილეთ აქ: ftp://civilin@civilin.org/web/doc/203/CV_form.doc ).
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. სასურველი ანაზღაურება აუცილებლად მიუთითეთ ინტერესის განაცხადში.

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „მონიტორინგის მეთოდოლოგიის მოწვეული ექსპერტი". მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: levani@civilin.org
გაითვალისწინეთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 ივნისი, 2017 წელი, 18:00 სთ.