აქტივობების და ინფორმაციის არქივი
პროექტის "ერთი სარკმლის სისტემა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ფარგლებში, უკვე შემუშავდა სისტემის დანერგვისათვის აუცილებელი კონცეფტუალური მასალები, სამართლებრივი ბაზა და სანიმუშო დოკუმენტები. ბათუმის მერიამ საკუთარი სახსრებიდან ააშენა მომსახურების ოფისი და დაიწყო მისი აღჭურვა. ბათუმის მერია გეგმავს მომსახურების ოფისისა და მერიის მთელი სისტემის უზრუნველყოფას შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით, აგრეთვე "ერთი სარკმლის" სისტემის მომსახურე მერიის თანამშრომლებისათვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.
|