ENGLISH

მთავარი

ჩვენს შესახებ

თანამშრომლები

გამგეობა

პროექტები

დაგვიკავშირდით

 

 
სამართლის პროგრამა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამა
საჯარო პოლიტიკის  პროგრამა
ეკონომიკური განვითარების პროგრამა
კვლევები
პუბლიკაციები
სერვისები
დონორები
პარტნიორები

დასაქმების ფორუმი ქ. ზუგდიდი, კინოთეატრი ''ატრიუმი''
16 თებერვალი 2007 წელი

აქტივობების და ინფორმაციის არქივი

2005 წლის აპრილის თვიდან "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი", ოქსფამის დაფინანსებით, სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს მცირე ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობ პროექტს, რომლის მიზანია რეგიონში მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა.

ამ ხნის მანძილზე ჩვენი კონსულტაციებით ისარგებლა 1000-ზე მეტმა, ხოლო ტრენინგების ციკლი გაიარა 300 - ზე მეტმა მცირე და საშუალო მეწარმემ.

2006 წლის დეკემბრიდან დავიწყეთ პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია და გადამზადება. თავიდან ეს ყოველივე იგეგმებოდა დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით. ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურების გამო, რაც გამოიხატა პრეზიდენტის დასაქმების პროგრამის განხორციელებაში, რათა არ მომხდარიყო გადაფარვა, გადავწყვიტეთ შეგვეცვალა მოდელი.

გაიმართა შეხვედრები მეწარმეებთან რათა ზუსტად განგვესაზღვრა მათი მოთხოვნა საჭირო კადრებზე. დადგენის შემდეგ გამოცხადდა კონკრეტული ვაკანსიები და დაიწყო სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია.

რეგისტრირებული მაძიებლების შერჩევა ხდება კონკრეტული დამქირავებლის მოთხოვნების და პარამეტრების გათვალისწინებით. გადარჩეულ კანდიდატებს უტარდებათ ბიჰევიორისტული ტრენინგების ციკლი. გასაუბრების შედეგად თავად დამქირავებელი შეარჩევს საბოლოო კანდიდატს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება სპეციალური გადამზადების ტრენინგი, რის შემდეგაც იგი რეალურად დასაქმდება.

შედეგად მივიღებთ მოდელს: მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა - კონკრეტული ვაკანსია - სამუშაოს მაძიებელი - გადამზადება - დასაქმება.

დასაქმების ფორუმის მიზანი იყო დაგვეკავშირებინა პოტენციური დამსაქმებლები და მათი მოთხოვნების მიხედვით შერჩეული და გადამზადებული სამუშაოს მაძიებლები.

დასაქმების თემასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამოაცხადა კონკურსი - "წლის საუკეთესო დამსაქმებელი". კონკურსში გამარჯვებულთათვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი სპეციალური პრიზები.

აღნიშნული პროგრამის განხორციელების შემდეგ, ჩვენ მოგვეცემა საშუალება შევქმნათ და სახელმწიფოს შევთავაზოთ დასაქმების აპრობირებული მოდელი, რომელსაც წარვუდგენთ არა მარტო დასაქმების სააგენტოს, არამედ ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს.


თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 365 675 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail:
adm@civilin.org