ENGLISH

მთავარი

ჩვენს შესახებ

თანამშრომლები

გამგეობა

პროექტები

დაგვიკავშირდით

 

 
სამართლის პროგრამა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამა
საჯარო პოლიტიკის  პროგრამა
ეკონომიკური განვითარების პროგრამა
კვლევები
პუბლიკაციები
სერვისები
დონორები
პარტნიორები

ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობა - ახალი პერსპექტივები

აქტივობების და ინფორმაციის არქივი

2008 წლის 3-5 ივლისს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექს "ბაზალეთში" "არასამეწარმეო სამართლის ევროპულმა ცენტრმა" (ECNL) "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან" თანამშრომლობითა და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით გამართა რეგიონალური კონფერენცია: "ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობა - ახალი პერსპექტივები".

კონფერენცია მიზნად ისახავდა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების განვითარებას, იმ სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რომელიც გავლენას ახდენს ამ ურთიერთობებზე.

რეგიონალური კონფერენცია გაიმართა პროექტის - "სამოქალაქო აქტივობის საკანონმდებლო ჩარჩოების გაძლიერება გაერთიანების უფლების გზით" - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრი" (ECNL) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და საქართველოში. საქართველოში "არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის" (ECNL) პარტნიორია "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი".

რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროექტის მონაწილე მხარაეები, ასევე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის მექანიზმები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის სამთავრობო სტრატეგია;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პერსპექტივები.


თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 365 675 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail:
adm@civilin.org