![]() |
||||||||||||||||||||
|
|
ENGLISH | |||||||||||||||||||
|
|
|
|||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||
|
კონკურსი | |||||||||||||||||||
აქტივობების და ინფორმაციის არქივი
"ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სოციალური თემების ფართოდ და ღრმად გაშუქების მიზნით, სოციალურ თემებზე მომზადებული საუკეთესო საგაზეთო სტატიის, საუკეთესო ფოტო ნამუშევრის, საუკეთესო სატელევიზიო და რადიო სიუჟეტების გამოსავლენად დააფუძნა. შესაბამისად, კონკურსი ამ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენასა და მათ დაჯილდოებას ისახავდა მიზნად. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულის საპრიზო ფონდი - 1000 ლარს შეადგენდა. შემოსული საკონკურსო მასალები შეაფასეს ჟიურის წევრებმა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ - ვაჟა სალამაძე, ზვიად ქორიძე. დავით პაიჭაძე და გურამ წიბახაშვილი. ჟიურის წევრებმა პირველი კონკურსის გამარჯვებულები დასკვნით ღონისძიებაზე, 5 მარტს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაასახელეს.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო - 1000 ლარი, გამარჯვებულის სიგელი და პრიზი, რომელიც სოციალური თერაპიის სახლში დამზადდა და თავის მხრივ პრიზის სახელწოდებაზეც გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსოდ არ შემოსულა არც ერთი რადიო სიუჟეტი, ჟიურის წევრთა გადაწყვეტილებით რადიოსიუჟეტისთვის განკუთვნილი ნომინაცია წელს გაუქმდა, ფულადი ჯილდო არ გაუქმებულა - იგი ორ ნაწილად გაიყო და წამახალისებელი ჯილდოს სახით გადაეცათ გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტს ელზა წიკლაურს სოციალური სტატიების ციკლისთვის და ფოტოხელოვანს ირინა აბჟანდაძეს სოციალური ფოტოციკლისთვის (მიმაგრებული ფაილი). შესაბამისად, თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით, დიპლომი და პრიზი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაფუძნებული კონკურსი - "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ყოველწლიურად გაიმართება, 5 მარტს დაჯილდოების ცერემონიაზე მომდევნო კონკურსი გახსნილად გამოცხადა.
|
||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||