![]() |
||||||||||||||||||||
|
|
ENGLISH | |||||||||||||||||||
|
|
|
|||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||
|
სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა | |||||||||||||||||||
აქტივობების და ინფორმაციის არქივი
პროგრამის პრიორიტეტები:
მიმდინარე საქმიანობა: სახელმწიფომ რამდენიმე მიზნობრივი სოციალური პროგრამა დაიწყო, მათ შორის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა, რომლის მიზანია დაუცველ ბავშვთა რაოდენობის შემცირება. რეფორმის პარალელურად სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დაიწყო პროექტი სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა, რომლის მიზანია შეიქმნას დეინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მომსახურების ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკა. პროექტის ფარგლებში ინსტიტუტი იკვლევს უცხოურ გამოცდილებას. ერთის მხრივ მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, მეორეს მხრივ, სერვისების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გადაცემის, დაფინანსების მოდელის და საკანონმდებლო სფეროში უცხოური საუკეთესო მოდელის მოძიება-შესწავლა. რომლის მიზანია კანონპროექტთა პაკეტის შემუშავება. პროექტის ფარგლებში ტარდება ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების დონის შესწავლა, მათი საარსებო გარემოს დადგენა. კვლევები, გარდა ზემოთხსენებულისა, საშუალებას მოგვცემს ასევე დავინახოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან სოციალური სერვისის გაწევის მზაობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სოციალურ სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართულობასა და ეფექტიანობას. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში გაიხსნა იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს სოციალურ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. სწორი, თანმიმდევრული და ეფექტური სოციალური პოლიტიკის ფორმირებისთვის აუცილებელია საზოგადოების სოციალური ცნობიერების ამაღლება ინფორმირების და განათლების მეშვეობით. გამოიცემა გზამკვლევი, რომელშიც შევა სოციალური ტერმინების განმარტებები, საერთაშორისო კონვენციები, ნორმატიული აქტები და სხვა ყველა ის მასალა, რომელიც საჭიროა ამ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. |
||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||