![]() |
||||||||||||||||||||
|
|
ENGLISH | |||||||||||||||||||
|
|
|
|||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||
|
პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის | |||||||||||||||||||
აქტივობების და ინფორმაციის არქივი 2008 წლის 16-17 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტში", აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის გაიმართა შემუშავებული შრომითი რესურსების მართვისა და პროექტების მართვის სახელმძღვანელოების პრეზენტაცია. შრომითი რესურსების მართვისა და პროექტების მართვის სახელმძღვანელოების შემუშავება ინსტიტუტის მიერ გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარეობდა. ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო მოიცავს რეკომენდაციებს ადამიანური რესურსების როლის, პერსონალის მოზიდვა-შერჩევის, ადაპტაციის, მათი მუშაობის შეფასების, მოტივაციის, ატესტაციის, კორპორატიული კულტურისა და სხვა საკითხების შესახებ. პროექტების მართვის სახელმძღვანელო მოიცავს რეკომენდაციებს პროექტების ინიცირების, დაგეგმვის, განხორციელების და მართვის შესახებ, მენეჯერებისა და ლიდერების აუცილებელი მახასიათებლების შესახებ, გადაწყვეტილებათა მიღების ტექნიკის შესახებ და სხვა. პრეზენტაცია ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პროგრამის ფარგლებში. |
||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||