ENGLISH

მთავარი

ჩვენს შესახებ

თანამშრომლები

გამგეობა

პროექტები

დაგვიკავშირდით

 

 
სამართლის პროგრამა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამა
საჯარო პოლიტიკის  პროგრამა
ეკონომიკური განვითარების პროგრამა
კვლევები
პუბლიკაციები
სერვისები
დონორები
პარტნიორები

კონკურსი

აქტივობების და ინფორმაციის არქივი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტებისათვის აცხადებს კონკურსს სახელწოდებით: "ვიზრუნოთ ერთმანეთზე".

კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური თემების უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქებას.

კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ მედია-საშუალებებში სოციალურ თემებზე მომუშავე ნებისმიერ ჟურნალისტს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება გრძელდება 10 თებერვლამდე.
მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახით:

  • სატელევიზიო სიუჟეტი - CD-ზე ან ვიდეო კასეტაზე;
  • რადიო სიუჟეტი - CD-ზე; სტატია - გაზეთი ან ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა სტატია (უკიდურეს შემთხვევაში ნაბეჭდი ტექსტი გამოცემის და თარიღის ზუსტი მითითებით);
  • ფოტო - CD -ზე(JPG ფორმატში) და დაბეჭდილი A 4 ფორმატით;
  • მასალის ჩაბარებისას მონაწილემ უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალები გამოქვეყნებული ან ეთერში გასული უნდა იყოს 2007 წლის განმავლობაში.

კონკურსი ჩატარდება 4 ნომინაციაში:

  1. საუკეთესო საგაზეთო სტატია;
  2. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
  3. საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;
  4. საუკეთესო რადიო სიუჟეტი;

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით.
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი 2, V სართული, ტელ. 941 605, 330 417, ვებ-გვერდი www.civilin.org/welfare


თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 365 675 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail:
adm@civilin.org