ENGLISH

მთავარი

ჩვენს შესახებ

თანამშრომლები

გამგეობა

პროექტები

დაგვიკავშირდით

 

 
სამართლის პროგრამა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამა
საჯარო პოლიტიკის  პროგრამა
ეკონომიკური განვითარების პროგრამა
კვლევები
პუბლიკაციები
სერვისები
დონორები
პარტნიორები

ცვლილებები საქართველოს საგადასახდო კოდექსში

აქტივობების და ინფორმაციის არქივი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 7 დეკემბერს მე-3 მოსმენით მიიღო კანონპროექტი - "საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე". ცვლილება შეეხო საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 23-ე პუნქტსაც, რომელის მოქმედი რედაქციაც სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირების გამო ეჭვქვეშ აყენებდა გრანტებიდან გაცემული ანაზღაურების და აგრეთვე, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის 12% - იანი განაკვეთით დაბეგვრის საკითხს. ახალი რედაქციით არსებული ტექნიკური ხარვეზი გასწორებულია. ამდენად, 2011 წლამდე გრანტებიდან გაცემულ ანაზღაურებაზე, ისევე როგორც დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულ ანაზღაურებაზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ბატონ შოთა გვენეტაძეს და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვაჟა პეტრიაშვილს ხსენებული ხარვეზის გასწორების საკითხში გაწეული თანადგომისათვის. პუნქტის ახალი რედაქცია იხილეთ: პროექტი


თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 365 675 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail:
adm@civilin.org