|
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყობს ეფექტური, პასუხისმგებელი და
ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის განვითარებას.
პროგრამის პრიორიტეტები:
- სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური რეფორმის ხელშეწყობა;
- სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მუშაობის გამჭვირვალობისა და
ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა;
- საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა.
მიმდინარე პროექტები
პროექტი: ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა პროექტის მენეჯერი: ლევან ფანიაშვილი დონორი: The Black Sea Trust for Regional Cooperation, A Project of the German Marshall Fund განხორციელების პერიოდი: 01.01.10 - 31.12.10 მოკლე აღწერა ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 2010 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს - "ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა". პროექტის მიზანია მონაწილეობითი დემოკრატიის ხარისხის გაზრდა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის გაუმჯობესების გზით. პროექტით დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
- ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა\პრიორიტეტიზაციის მეთოდოლოგიის შემუშავება\დანერგვის ხელშეწყობა;
- თვითმმართველობის საჯაროობის, ეფექტურობისა და მის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება;
- მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა;
- თვითმმართველობის მოხელეების კვალიფიკაციისა და უნარ–ჩვევების განვითარება.
გეოგრაფიული არეალი: აჭარა, გურია პროექტი: თვითმმრთველობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში პროექტის მენეჯერი: გურანდა რომანაძე დონორი: ევროკავშირი EU განხორციელების პერიოდი: 01.03.09 - 01.03.11 მოკლე აღწერა
|
|
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამის
ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 2009 წლის 1 მარტიდან
ახორციელებს პროექტს – "თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა
საქართველოში". პროექტის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გზით, თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდა. თვითმმართველობის ეფექტურობის ჩამოყალიბების მიზნით პროექტში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება, კერძოდ: |
- საზოგადოების ჩართულობის ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბება;
- მოსახლეობის ინფორმირებულობის და მათი სამოქალაქო აქტიობების დონის ზრდის ხელშეწყობა;
- მუნიციპალური ბიუჯეტების ეფექტურად დაგაგმვისდა ხარჯვის გამჭვრვალობის ხელშეწყობა;
- ადგილობრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა;
- ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოსამსახურეებისათვის;
- მუნიციპალური სერვისების მიწოდების სისტემის სრულყოფა;
პროექტი ხორციელდება საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში, რეგიონალურ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფოტო მასალა
|
გეოგრაფიული არეალი: საქართველო დასრულებული პროექტები ეფექტური თვითმმართველობის მხარდაჭერა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კვლევა - მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში ადმინისტრაციული სისტემის სრულყოფა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთი სარკმლის სისტემა ადგილობრივ თვითმმართველობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ინსტიტუციონალური განვითარებისა და მხარდაჭერისათვის ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული რეფორმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ეროვნული სტრატეგიის დანერგვის პროცეში ჩართულ მახარეთა მონაწილეობითი შეფასება თვითმმართველობის გაძლიერება საქართველოში ქალაქის ეფექტური მართვა ტრენინგ-პროგრამა სამხ. ანტიმონოპ. სამს. ხელმძღვანელებისათვის
|