მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აქციები
დაგვიკავშირდით

ბმულები:
კანონშემოქმედება
www.civilin.org.ge
ვიზრუნოთ ერთმანეთზე
www.civilin.org/welfare

Open Forum for CSO Development Effectiveness

    Facebook  

  მიმდინარე პროექტები

ვებპორტალი www.csogeorgia.org

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია შექმნას საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციის, რესურსების გაზიარებისა და კოორდინაციისათვის ხელსაყრელი გარემო.

მიზნის მისაღწევად, პირველად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების არსებობის ისტორიაში, შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთიანი საკომუნიკაციო, საინფორმაციო, რესურს პორტალი www.csogeorgia.org. ვირტუალური სივრცე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს დროის და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით მიიღონ მათთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია.

  • სფეროში არსებული სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ;
  • განათავსონ ინფორმაცია საკუთარი ორგანიზაციის და საქმიანობის შესახებ;
  • გაუზიარონ ერთმანეთს რესურსები და გამოცდილება;
  • მიიღონ უფასო კონსულტაციები სამართლის და საგადასახადო სფეროში;


საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ხელშეწყობა საქართველოში

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ხელშეწყობის პროექტს. აღნიშნული მოიცავს, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დონორებისა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის გზების გამონახვას, ასეთი თანამშრომლობისთვის საჭირო გარემოს შექმნას, ქვეყანაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გლობალურ პროცესებში ჩართვას და, მეორეს მხრივ, ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას მათი ანგარიშვალდებულობის, გამჭირვალობისა და შედეგებზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით.

ხსენებულ მიზანთა მისაღწევად, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის:

  • მრგვალი მაგიდებისა და შეხვედრების ორგანიზება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დონორებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილოება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში;
  • ტრენინგების ციკლი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის შედეგებზე ორიენტირებული მართვის მიმართულებით;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის სტანდარტების დადგენა
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეროვნული პლატფორმის შემუშავება და ღია ფორუმის აქტივობებში მონაწილეობა.

პროექტი ხორციელდება თბილისსა და აჭარის, გურიის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს გაუმჯობესება საქართველოში

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება, რათა ხელი შეეწყოს აღნიშნული ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობასა და მათ კომუნაკაციას ხელისუფლებასთან. ამ მიზნის მისაღწევად, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი":

  • აანალიზებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებებს, რომლებიც ეხება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
  • ავლენს ძირითად პრობლემატურ საკითხებს და შეიმუშავებს მათი გადაჭრის გზებს;
  • ექსპერტულ დახმარებას უწევს სხვა არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ზემოაღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად;
  • შეიმუშავებს და აქვეყნებს გზამკვლევს არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრის თემატიკაზე;
  • იურიდიულ კონსულტაციას უწევს სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირებს საგადასახადო თემატიკაზე;
  • ეხმარება EWMI G-PAC-ს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემების გამოვლენაში.
"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრთან (ICNL) მჭიდრო პარტნიორობით. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - "საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.


საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება და მათი ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2011 1 აპრილიდან დაიწყო პროექტი "საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება და მათი ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა" . პროექტის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ოგანზაციების ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთ შეძლონ ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:

  • სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება
    პრექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება სამართლებრივი გარემო , რაც სსო–ებს უკეთესი და უფრო ეფექტური ოპერირების საშუალებას მისცემს.
  • სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა
    პროექტის შედეგად მოხდება თვითმართველობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ინსტიტუციონალიზება, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე თვითმართველობას. გაუმჯობესდება სსო-ების საზოგადოებრივი აღიარება და იმიჯი, გაუმჯობესდება და გააქტიურდება მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სასაზოგადოებრივი ჩართულობის და სამოქალაქო აქტივობის სტიმულირებას.
  • სსო–ების შორის თანამშრომლობის ხელშწყობა , რათა გაუმჯობესდეს სსო–ებს შორის კომუნიკაცია, კოორდიანაცია და პარტნიორობა
    პროექტის ფარგლებში შეიქმნება სსო-ების ძლიერი გაერთიანება/პლატფორმა/ , რომელიც უზრუნველყოფს სექტორის ერთიანი ხედვისა და სტანდარტების ჩამოყალიბებას; უზრუნველყოფს საერთაშორისო პროცესებში ჩართულობას და სსო-ების ინტერესების ადვოკატირებასა და ლობირებას. რასაც ერთიანობაში უდიდესი გავლენა ექნება ქვეყანაში სსო–ების განვითარების ეფექტურობაზე და დიდად შეუწყობს ადგილობრივი სსო–ოების საქმიანობის გაუმჯობესებას.
  • სსო-ების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელსეწყობა შედეგებზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით
    ადგილობრივი სსო-ები შეძლებენ გაიუმჯობესონ უნარები, რათა მათი საქმიანობა მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული საბოლოო შედეგებზე და უზრუნველყონ მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მოხდენა ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის დასაძლევად.


ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები