 | თვითმმრთველობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 2009 წლის 1 მარტიდან ახორციელებს პროექტს – "თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში". პროექტის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გზით, თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდა. თვითმმართველობის ეფექტურობის ჩამოყალიბების მიზნით პროექტში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება, კერძოდ:
- საზოგადოების ჩართულობის ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბება;
- მოსახლეობის ინფორმირებულობის და მათი სამოქალაქო აქტიობების დონის ზრდის ხელშეწყობა;
- მუნიციპალური ბიუჯეტების ეფექტურად დაგაგმვისდა ხარჯვის გამჭვრვალობის ხელშეწყობა;
- ადგილობრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა;
- ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოსამსახურეებისათვის;
- მუნიციპალური სერვისების მიწოდების სისტემის სრულყოფა;
პროექტი ხორციელდება საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში, რეგიონალურ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფოტო მასალა
| |
 | დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესება და დასაქმებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა
პროექტის მიზნია სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ინტენსიური სასოფლო–სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების შემოღების ხელშეწყობა და სოფლისმეურნეობით დაკავებული ღარიბი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სასოფლო სამეურნეო უნარ–ჩვევების განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს სამეგრელოსა და ზემო აჭარის რეგიონებში ფერმერთა ჯგუფების ჩამოყალიბებას, მათთვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობასა და სწავლებას, საწარმოო საშუალებებით დახმარებას, აგრო პროცესში კონსულტირებას, მოსავლის მოწევის შემდეგ გასაღების ბაზრებთან დაკავშირებას. სამომავლოდ პროექტი ითვალისწინებს ფერმერთა ასოციაციების და კოოპერატივების შექმნასაც.
პროექტის ფოტო მასალა
| |
 | სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობას და დაინტერესებულ მხარეთათვის მოსალოდნელი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას. პროეტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განსახილველად შეტანილი საკანონმდებლო პაკეტების გამოქვეყნება საკომიტეტო და საპარლამენტო განხილვების დასრულებამდე და დაინტერესებულ პირთათვის მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენის დროული მიწოდება.
| |
 | სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2006 წლის ბოლოს დაიწყო პროექტი "სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრ ივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა". პროექტის მიზანია სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ორგანიზაციების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის, ზოგადად სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება, აღნიშნული ორგანიზაციების ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ხელისუფლების თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, სახელმწიფოს მიერ სოციალური მომსახურების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შესყიდვის მოქნილი მექანიზმის შექმნა, ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროცესში ჩართვის გზით, სახელმწიფო სოციალური ზრუნვის სისტემის ჩამნაცვლებელი ალტერნატიული, საზოგადოებაზე დაფუძნებული ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, საზოგადოების სოციალური ცნობიერების ამაღლება.
მიზნების მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს ქვემოთჩამოთვლილ აქტივობებს:
- სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვლევა;
- სოციალური სფეროს აქტორების ქმედითუნარიანი ქსელის ჩამოყალიბება/მართვა;
- სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის შექმნა;
- სოციალური სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესწავლა/ანალიზი/სრულყოფა;
- საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა/ანალიზი სოციალური მომსახურების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შესყიდვის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლების თანამშრომლობის, სახელმწიფო დაფინანსების კუთხით;
- სოციალურსფეროზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი, სოციალური საკითხების მიმართ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა/ანალიზი, სოციალური გზამკვლევის გამოცემა.
| | | ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები |
|