ENGLISH

მთავარი

ჩვენს შესახებ

თანამშრომლები

გამგეობა

პროექტები

დაგვიკავშირდით

 

 
სამართლის პროგრამა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამა
საჯარო პოლიტიკის  პროგრამა
ეკონომიკური განვითარების პროგრამა
კვლევები
პუბლიკაციები
სერვისები
დონორები
პარტნიორები

ბათუმის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა

2010 წლის 27 იანვარს ქ. ბათუმის მერიაში გაიხსნა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. მისი მუშაობა ხელს შეუწყობს მერიიდან მომსახურების (დოკუმენტების) მიღების პროცედურების გამარტივებას, მერიის საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდას.

მომსახურების ცენტრი დაფუძნებულია ე.წ. "ერთი სარკმლის" პრინციპზე, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს მომსახურების ცენტრში, ჩააბაროს განცხადება და იქვე მიიღოს პასუხი მის მიერ ჩაბარებულ განცხადებაზე. ცენტრში მუდმივად არიან მერიის თანამშრომლები, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ მოსახლეობას მერიის კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე.

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ბათუმის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომლობით და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ამუშავდა.

მომსახურების ცენტრი გახსნეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა ვაჟა სალამაძემ და ქ. ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ. გახსნას ესწრებოდნენ, ბათუმის მერიის, დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.



თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 365 675 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail:
adm@civilin.org