სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამოსცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შიდა რეგულაციების ნიმუშების კრებული. პრაქტიკული ხასიათის კრებულში თავმოყრილია შიდა რეგულაციების დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების ის ნიმუშები, რომელთა გამოყენებაც ხშირად უწევთ არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციებს. რაც დაეხმარებათ მათ თავიანთი საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფაში.
ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, გურიის რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის 15 სექტემბერს, ხოლო სამეგრელოს რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის 16 სექტემბერს, ჩაატარა ტრენინგების ციკლი.