ENGLISH

მთავარი

ჩვენს შესახებ

თანამშრომლები

გამგეობა

პროექტები

დაგვიკავშირდით

 

 
სამართლის პროგრამა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამა
საჯარო პოლიტიკის  პროგრამა
ეკონომიკური განვითარების პროგრამა
კვლევები
პუბლიკაციები
სერვისები
დონორები
პარტნიორები

შემუშავდა კანონპროექტი ''სახელმწიფო გრანტის შესახებ''

"არასამეწარმეო კანონმდებლობის სრულყოფის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ECNL-თან თანამშორომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, შემუშავდა კანონპროექტი "სახელმწიფო გრანტების შესახებ". კანონპროექტი შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები. მუშაობის საწყის ეტაპზე განიხილებოდა ვარიანტი, რომ სახელმწიფო გრანტების გაცემის საკანონმდებლო რეგულაციები შესულიყო მოქმედ კანონში "გრანტების შესახებ". თუმცა სახელმწიფო გრანტების გაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც არსებითად განსხვავდება კერძო სუბიექტებს შორის არსებული საგრანტო ურთიერთობებიდან, გადაწყდა ცალკე კანონპროექტის შემუშავება.

კანონპროექტი დაიხვეწება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების, არასამთავრობო სექტორისა და სხვა დაინტერესებული ექსპერტების მონაწილეობით მისი განხილვის შედეგად, რის შემდეგაც ინსტიტუტი გეგმას კანონპროექტის აქტიურ ლობირებას. კანონპროექტით მკვიდრდება სახელმწიფო გრანტის ინსტიტუტი, მისი გაცემის, მიღებისა და გამოყენების ზოგადი პრინციპები. კერძოდ:

  • სახელმწიფო გრანტის არსი და ცნება;
  • სახელმწიფო გრანტის გამცემი და მიმღები სუბიექტები;
  • სახელმწიფო გრანტის გაცემის ძირითად პრინციპები;
  • სახელმწიფო საგრანტო პროგრამის არსი და მისი შედგენის ზოგადი პრინციპები;
  • სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ობიექტურად ჩატარების გარანტიები და მექანიზმები;



თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 365 675 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail:
adm@civilin.org