|
პროგრამის მიზანია საქართველოში სამოქალაქო აქტივობის გაზრდისა და
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამის პრიორიტეტები:
- სოციალურ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო (მათ
შორის, საკანონმდებლო) გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა;
- არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის
გაუმჯობესების ხელშეწყობა;
- საგადასახადო, ფინანსურ და სხვა საკითხებზე კონსულტაციებისა და
კვალიფიკაციის ამაღლების გზით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
ხელშეწყობა.
მიმდინარე პროექტი:
დასახელება: სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა
პროექტის მენეჯერი: ია გაბუნია
პროექტის ხანგრძლივობა: 01/10/2006 – 31/03/2008
პროექტის დონორი: Evangelischer Entwicklungsdienst – EED
მოკლე აღწერა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო
საზოგადოების ინსტიტუტმა 2006 წლის ბოლოს დაიწყო პროექტის „სოციალურ სფეროზე
ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს
შექმნა“ განხორციელება. პროექტის მიზანია სოციალურ სფეროზე ორიენტირებული
ორგანიზაციების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის, ზოგადად სამოქმედო
გარემოს გაუმჯობესება, აღნიშნული ორგანიზაციების ინსტიტუციონალური და
ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული
საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ხელისუფლების თანამშრომლობის ეფექტიანი
მექანიზმის შემუშავება, სახელმწიფოს მიერ სოციალური მომსახურების
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შესყიდვის მოქნილი მექანიზმის შექმნა,
ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროცესში ჩართვის გზით, სახელმწიფო სოციალური
ზრუნვის სისტემის ჩამნაცვლებელი ალტერნატიული, საზოგადოებაზე დაფუძნებული
ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ
ორგანიზაციებზე დაყრდნობით, საზოგადოების სოციალური ცნობიერების ამაღლება.
დასახელება: არასამეწარმეო კანონმდებლობის სრულყოფა
პროექტის მენეჯერი: გურამდა რომანაძე
პროექტის ხანგრძლივობა: 01/04/07-31/12/08
პროექტის დონორი: ECNL/EU
მოკლე აღწერა
2007 წლის მაისიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ECNL–თან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორცილებს პროექტს – ,,არასამეწარმეო კანომდებლობის სრულყოფა“. პროექტის მიზანია კანონმდებლობის სრულყოფის გზით სამოქალაქო საზოგადობის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება და სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების სრულყოფა. პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები:
- სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგები და უფასო სამართლებრივი კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის;
- სახელმწიფო დაფინანსების მოქმედი მექანიზმის შესწავლა;
- სახელმწიფო დაფინანსების სრულყოფილი მექანიზმების შემუშავება;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების პრაქტიკაში იმპლემენტაციის შესწავლა;
- საქველმოქმედო სტატუსის მიღებასთან და მასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების პრაქტიკაში განხორციელების შესწავლა;
|