ENGLISH

მთავარი

ჩვენს შესახებ

თანამშრომლები

გამგეობა

პროექტები

დაგვიკავშირდით

 

 
სამართლის პროგრამა
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის პროგრამა
საჯარო პოლიტიკის  პროგრამა
ეკონომიკური განვითარების პროგრამა
კვლევები
პუბლიკაციები
სერვისები
დონორები
პარტნიორები

ჩვენს შესახებ

წინაისტორია
1994 წელს საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების და განვითარების საერთაშორისო ცენტრში შეიქმნა ბიზნეს სამართლის დეპარტამენტი, რომელიც 1995 წლის ბოლოს გამოეყო მას და 1996 წლის 8 თებერვალს რეგისტრაცია გაიარა "საქართველოს ბიზნეს სამართლის ცენტრის" სახელწოდებით. სწორედ ამ სახელით გაიცნო იგი ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ. 2002 წელს ორგანზაციის საქმიანობების არეალის მკვეთრი გაფართოების გამო და მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით გამგეობამ შეიმუშავა რეორგანიზაციის ერთწლიანი გეგმა. გარდაქმნების შედეგად 2003 წლის 25 ივნისიდან ბიზნეს სამართლის ცენტრი ფონდ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

მისია
ინსტიტუტი ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებით, საზოგადოების განათლებით და მისი სამოქალაქო აქტიობის ამაღლებით, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნით ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და განვითარებას.

მიზნები

  • სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამართლებრივი გარემოს ფორმირება;
  • საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება;
  • საზოგადოების სამოქალაქო აქტიობის ზრდა;
    ხელისუფლების ეფექტური ინსტიტუტების და ორგანიზაციების ფორმირება და განვითარება;
  • საჯარო ადმინისტრირების დონის ამაღლება;
  • ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირება;
  • ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
  • დასაქმების დონის ამაღლება და სიღარიბის დაძლევა;
  • ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს ფორმირება.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წლის წლიური ანგარიშები



თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 365 675 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail:
adm@civilin.org