სახელმწიფო გრანტები  არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევა - ორგანიზაციული და ფინანსური მდგრადობა კომპლექსური ფენომენია და არასამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო კანონმდებლობასთან ერთად გულისხმობს სახელისუფლო დაფინანსების მექანიზმების დანერგვასა და განვითარებას.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მუშაობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებაზე. 2008 წელს ინსტიტუტმა შეიმუშავა სახელმწიფო გრანტების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავდა გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების, სახელმწიფო გრანტების შესახებ ახალი კანონის მიღებას, პრეზიდენტის მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცებასა (დებულება) და ცვლილებებს ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონებში. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა აღნიშნულ საკითხებზე მოაწყო განხილვები მესამე სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენელებთან . ვრცლად>>
|